Thumbnail
  • ტორპედო 0:0 დინამო თბილისი
  • კახა ჩხეტიანის გუნდმა ლიდერობის დაბრუნება ვერ მოახერხა

დინამო თბილისმა ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩში ქუთაისში ტორპედოსთან უგოლოდ ითამაშა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნების შანსი ხელიდან გაუშვა. ცნობისთვის, დინამოს მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი ქუთაისში მეტოქის რანგში პირველად იყო ჩასული. 

მატჩი საგოლე მომენტებით მდიდარი არ ყოფილა, ამდენად, ანგარიშიც ლოგიკური დაფიქსირდა. მეტოქეებს თამაშის დასრულება კაცნაკლულებს მოუწიათ. შეხვედრის 69-ე წუთზე არბიტრმა მასპინძელთაგან თორნიკე გრიგალაშვილი, ხოლო სტუმართაგან გიორგი ქიმაძე გააძევა. მათ ერთმანეთში შელაპარაკება მოუვიდათ.

დინამო თბილისი 2 მოგებითა და 3 მარცხით მე-2 ადგილზეა და ლიდერ გორის დილას 1 ქულით ჩამორჩება, ხოლო ტორპედოელები 5 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან. ეროვნული ლიგის მე-6 ტური 16-19 ივლისს ჩატარდება და 2 გამორჩეული მატჩი გველის: დინამო ბათუმი-ტორპედო (18 ივლისი) და დინამო თბილისი-დილა (19 ივლისი).

ტორპედოს პრესსამსახურის ფოტო

კომენტარები

ბოლო ამბები