Thumbnail

TOP 10 | პენალტის საუკეთესო შემსრულებლები ფეხბურთის ისტორიაში

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 10 საუკეთსო პენალტის სპეციალისტი
  • ლე ტისიე, სენი, ბალაკი და სხვა ფეხბურთელები...

პენალტის დარტყმა რთული საქმეა, ყველას არ შეუძლია, მაგრამ გუნდში ყოველთვის მოიძებნება ერთი-ორი ისეთი კაცი, ვინც ამ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს და ნერვებთან ჭიდილს არ ერიდება. სწორედ ასეთ კაცებზეა ეს ათეულიც.

1. მეტ ლე ტისიე

ბევრი ამბობს, რომ მეტ ლე ტისიესავით პენალტს ვერავინ ურტყამდა. ფრანგული გვარის ინგლისელს, კარიერაში 49 პენალტი აქვს დარტყმული, საიდანაც 48 გაიტანა, ხოლო ის ერთი ნოტინგემის მეკარემ - მარკ კროსლიმ მოიგერია და ამ ფაქტით ინგლისში სახელი გაითქვა, კროსლი გახდა ერთადერთი მეკარე, რომელმაც ლე ტისიეს თერთმეტმეტრიანი აუღო.

მარკ კროსლის რჩევა მეკარეებს: "აირჩიეთ ერთი კუთხე და გადახტით მთელი ძალით!"

2. მანფრედ კალცი

კალცი ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი გატანილი პენალტის ავტორია. ჰამბურგის და გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა მარჯვენა მცველმა, კარიერაში 53 პენალტი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ის გერმანიაში ყველაზე წინ დგას. კალცმა ფეხბურთი 20 წელი ითამაშა და ბუნდესლიგაში ჩატარებული მატჩებით (581), მხოლოდ კარლ-ჰაინც კიორბელს ჩამორჩება (602).

3. როჟერიო სენი

გახსოვთ სენი? ბრაზილიის ნაკრების და სან პაულუს ყოფილი მეკარე, რომელმაც კარიერაში - 131 გოლი გაიტანა. სენი, პენალტებთან ერთად, ჯარიმასაც მაგრად ურტყავდა. 131 გოლიდან, კოლორიტულ "კიპერს" 61 საპენალტო ნიშნულიდან აქვს გატანილი.

4. ჯუზეპე სინიორი

სერია A-ს ოქროს წლების ფორვარდი, რომელიც სხვადასხვა დროს ლაციოში, სამპდორიასა და ბოლონიაში თამაშობდა. 90-იანი წლების იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთ სიმბოლოს, კარიერაში პენალტის ზუსტად შესრულების  84%-იანი მაჩვენებელი აქვს. სინიორი თერთმეტმეტრიანს უცნაურად, გამორბენის გარეშე ასრულებდა.

საინტერესო ფაქტი: "2013-ში ბარსელონადან დამიკავშირდნენ, ჩავედი და ნეიმარს პენალტის დარტყმაში ვავარჯიშებდი. ბურთი თუ დარტყმის შემდეგ მიწას 150 სანტიმეტრით ასცდა, გატანის შანსი 50% რჩება, მეტი არა. ნეიმარს ეხლაც გააქვს ხოლმე გამორბენის გარშე და ამით ვამაყობ."

5. მიხაელ ბალაკი

გერმანელები პენალტების ზუსტი დარტყმით გამოირჩევიან. დიდი ტურნირეზე ერთადერთი მატჩი, სადაც გერმანელებმა თერთმეტმეტრიანების სერია წააგეს, ეს 1976 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალია. დანარჩენ 6 შემთხვევაში ბუნდეს ნაკრებმა გაიმარჯვა. მიხაელ ბალაკი ძლიერი გერმანელი პენალტისტის განსახირებაა, რომელიც აუღელვებლად, მუდამ ძლიერად, მაღალ კუთხეში ურტყამდა, სივრცეში, სადაც მეკარეს მოგერიების შანსი არ ააქვს.

6. ალან შირერი

როგორც თითქმის ყველაფერი, პრემიერლიგაში ალან შირერს პენალტიც ყველაზე მეტი აქვს გატანილი - 56. პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ნაკრებშიც არაერთხელ გაუტანია, მათშორის დიდ ტურნირებზე - ესპანეთი, გერმანია (ევრო 1996), არგენტინასთან ორჯერ (საფრანგეთის მუნდიალი 1998) და რუმინეთთან (ევრო 2000).

7. ალესანდრო დელ პიერო

ჯარიმის კაცს, პენალტიც ეხერხებოდა. კარიერაში 105 დარტყმულიდან, 90-ი აქვს გატანილი და ბოლოს, სიდნეიში თამაშის დროსაც გაჰქონდა. მაგრამ ერთხელ, სეზონის წინ, გასახურებელ არაოფიციალურ ტურნირზე, ასტონ ვილასთან ისეთი დაარტყა, რომ არ ეპატიება.

8. გრემ ალექსანდერი

გრემ ალექსანდერს 22 წლიანი კარიერის მანძილზე, პრემიერლიგაში მხოლოდ ერთი 2009-10 წლების სეზონი აქვს გატარებული. შოტლანდიელი მარჯვენა მცველი, არავის ემახსოვრებოდა, რომ არა მისი 130 გოლი, საიდანაც 77 პენალტით აქვს გატანილი.

რჩევები გრემ ალექსანდერისგან: "1. ივარჯიშეთ მეკარის გარეშე; 2. ამოირჩიეთ კუთხე და ტრაექტორია, ბევრი ურტყით, მე მაღალ კუთხეს ვანიჭებდი უპირატესობას; 3. კუთხეს როდესაც ამოირჩევთ, არასოდეს შეცვალოთ, ინანებთ!"

9. მიხაელ ცორკი

მიხაელ ცორკი დორტმუნდის ბორუსიას სპორტული დირექტორი გახლავთ, ხოლო მანამდე, "სუსი" ბორუსიაში 1981-1998 წლებში თამაშობდა და კლუბის მაისურით სარეკორდო 463 მატჩი აქვს ჩატარებული. ცორკმა ამ დროის მანძილზე ყვითელი მაისურით 140 გოლი გაიტანა, საიდანაც 49 პენალტით შეაგდო. 

10. ანტონინ პანენკა

არავინ იცის პანენკამ კარიერაში ზუსტად რამდენი გოლი გაიტანა პენალტის ნიშნულიდან, მაგრამ ერთი ისეთი გაიტანა, რომლითაც პენალტის სპეციფიური შესრულების მთელი მიმდინარეობა შექმნა. ჩეხოსლოვაკიის ნაკრების წევრმა, 1976 წლის ევროპის ჩემპონატის ფინალში, ზეპ მაიერს ეფექტური დარტყმით გაუტანა და ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა მოაპოვებინა.

ასევე, დამსახურებისათვის უნდა ვახსენოთ: ლეიტონ ბეინსი, უგო სანჩესი, ზინედინ ზიდანი, ანდრეა პირლო, ანდრეას ბრემე, რეი სტიუარტი და სხვები.

კომენტარები

ბოლო ამბები