Thumbnail
  • არადა, სლოვაკი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 48 მილიონი ევროა
  • მილან შკრინიარის თავის რიგებში ხილვა სიტის, ბაიერნსა და რეალსაც სურთ

ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედი სერიოზულადაა დაინტერესებული მილანის ინტერიდან მილან შკრინიანის ტრანსფერით. პრემიერლიგის ერთ-ერთმა წამყვანმა კლუბმა იტალიელებს ოფიციალური შეთავაზებითაც მიმართა, რომლის თანახმადაც მზადაა, 25 წლის სლოვაკი მცველის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო გაიღოს.

შკრინიარი ინტერში გენუის სამპდორიადან 2017 წლის ზაფხულში 34 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, ამდენად, შეთანხმების შემთხვევაში, მილანელები თითქმის ორმაგ თანხას მიიღებენ. არადა, Transfermarkt-ის შეფასებით, სლოვაკი ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 48 მილიონი ევროა.

ცნობისთვის, შკრინიანის მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება, მისით დაინტერესებას კი მანჩესტერ სიტი, მიუნხენის ბაიერნი და მადრიდის რეალიც გამოთქვამენ.

მიმდინარე სეზონში, მილანს ყველა ტურნირზე ერთად, ინტერის მაისურით 36 მატჩი აქვს ჩატარებული. მის კლუბს სერია A-ს 31 მატჩში 65 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა, თუმცა, მეტოქეებზე თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. 13 ივლისს შკრინიარი და მისი თანაგუნდელები ტორინოს უმასპინძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები