Thumbnail
  • 📅 13 ივლისი | ⌚ 23:55 | ⚽ გრანადა V რეალი
  • ზიდანის თქმით, ბოლო და ყველაზე რთული კვირა იწყება
  • რეალს გრანადასთან ბოლო 9 მატჩი მოგებული აქვს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

რესტარტის შემდეგ რეალ მადრიდმა ყველა, რვავე თამაში მოიგო და ჩემპიონობას უახლოვდება. 36-ე ტურის მატჩის წინ, რომელსაც ზინედინ ზიდანის გუნდი გრანადასთან სტუმრად გამართავს, ‘სამეფო კლუბი’ ბარსელონას 1 ქულით უსწრებს. კატალონიელებმა თავიანთი თამაში ვალიადოლიდთან 1:0 მოიგეს. გრანადასთან გამარჯვების შემთხვევაში, სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, რეალის უპირატესობა ისევ 4 ქულამდე გაიზრდება და ზიდანის უკვე მომდევნო ტურში შეეძლება ჩემპიონობის გაფორმება.

მატჩის წინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ცხადია, ზიზუს ისევ მსაჯობაზე ჰკითხეს…

“ბარსელონაში მსაჯებზე ლაპარაკობენ… ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. განსხვავებული აზრის მქონე მხარესთან კამათს არ ვაპირებ. ჩვენ მაგრად ვმუშაობთ და ვცდილობთ, მოედანზე მაქსიმუმი გავაკეთოთ. მხოლოდ ეს მაინტერესებს. არ მაღელვებს, რას ამბობენ ადამიანები ჩვენს თამაშზე. ჩვენი მოვალეობაა, ყველა მატჩში დავამტკიცოთ, რომ მაგრები ვართ. ნებისმიერს შეუძლია, თავისი აზრი თქვას, მაგრამ რეალი რეალია - ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბი ისტორიაში. ტიტულს მოიგებს ის, ვისაც ყველაზე მეტი ქულა ექნება. წინ ბოლო, ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი კვირა გველის,” - თქვა ზიდანმა.

საინტერესო ფაქტები

⚽ რეალმა გრანადას ბოლოს ყველა ტურნირზე ზედიზედ 9 თამაში მოუგო და ბოლო 3 დუელში მინიმუმ 3 გოლს უტანდა (5:0, 4:0, 4:2). 

⚽ რეალს ესპანეთის ჩემპიონატში 8-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

⚽ ზინედინ ზიდანის გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 5 თამაშში გოლი არ გაუშვა.

⚽ რეალმა გრანადასთან ბოლო 4 გასვლით მატჩში პირველი ტაიმიც მოიგო და თამაშიც.

⚽ ლა ლიგაში მადრიდურლი გრანდის ბოლო 5 მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ თუმცა გრანადასა და რეალის ბოლო 7 დაპირისპირებიდან 6-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ გრანადას ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 3 თამაშში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა.

⚽ რეალმა ლა ლიგაში ბოლო 3 გასვლითი მატჩი მხოლოდ 1-ბურთიანი უპირატესობით მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

გრანადა (3-4-3): სილვა - სანჩესი, მარტინესი, დუარტე - დიასი, ეტეკი, ერერა, ნევა - პუერტასი, ფერნანდესი, მაჩისი.
ტრავმა: ლოსანო, კუინი, მარტინესი, გონალონსი, ვალეხო
დისკვალიფიკაცია: არავინ

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, რამოსი, მენდი - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ასენსიო, ბენზემა, ვინისიუს ჟუნიორი.
ტრავმა: მარსელო
დისკვალიფიკაცია: არავინ

📺 ვიდეო: ვალიადოლიდი 0:1 ბარსელონა (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები