Thumbnail

დეტროიტ პისტონსის კომპლექსი ააფეთქეს და ეს შთამბეჭდავი სანახაობაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 23-ათასიანი არენა მიწასთან რამდენიმე წამში გაასწორეს
  • მიჩიგანურმა კლუბმა იქ ბოლოს 2017 წელს ითამაშა

აშშ-ში, კერძოდ კი, მიჩიგანის შტატის ქალაქ ობერნ-ჰილში მსხვილი სპორტული კომპლექსი Palace of Auburn Hills (23 ათასამდე ადამიანს იტევდა) ააფეთქეს, რომელშიც თავის დროზე NBA-ს კლუბი დეტროიტ პისტონსიც თამაშობდა. ეს პროცესი პირდაპირ ეთერში იქნა ტრანსლირებული.

აღნიშნული კომპლექსი 1988 წლის აგვისტოში აშენდა და მიჩიგანურმა კლუბმა NBA-ს ჩემპიონის 3 ტიტული (1989, 1990, 2004) სწორედ მის კედლებში იზეიმა. არენის რეკონსტრუქცია 2-ჯერ (2005, 2015) მოხდა, 2017 წელს ის საბოლოოდ დახურეს, გუშინ კი, მისი დემონტაჟი მოხდა.

ვთქვათ ისიც, რომ დეტროიტ პისტონსი 2017 წლიდან საშინაო მატჩებს უშუალოდ დეტროიტში მდებარე Little Caesars Arena-ში ატარებს, რომელიც იმავე წელს აშენდა. შესაბამისად, სწორედ ამ დარბაზში უწევდა თამაში საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტან ზაზა ფაჩულიას, რომელიც მიჩოგანური გუნდის ღირსებას 2018-19 წლებში იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები