Thumbnail

მთვრალი ჰაალანდი ღამის კლუბიდან დაცვის სამსახურმა ხელის კვრით გააგდო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დორტმუნდის ბორუსიას ნორვეგიელი ვარსკვლავი სეზონის შემდეგ სამშობლოში ისვენებს
  • ერლინგ ჰაალანდმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ 15 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა

დორტმუნდის ბორუსიას ვარსკვლავი ერლინგ ჰაალანდი სამშობლოში უსიამოვნო ამბავში გაეხვა. 19 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ბუნდესლიგის სეზონის დასრულების შემდეგ, შინ დაბრუნდა და შაბათს ღამით ერთ-ერთ ადგილობრივ კლუბში ერთობოდა, როდესაც დაცვის სამსახურმა გარეთ გააძევა და ხელითაც შეეხო.

თუ რა გახდა ჰაალანდის შენობიდან გაყვანის მიზეზი, უცნობია, თუმცა, იტყობინებიან, რომ ის დაცვის სამსახურის მითითებებს არ დაემორჩილა, თანაც აშკარად ალოკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ინციდენტის ნაწილი ერთ-ერთმა დამსწრემ გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ჯერჯერობით, არც თავად ერლინგსა და არც მის კლუბს მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ ავსტრიული ზალცბურგიდან დორტმუნდში გადასულმა ჰაალანდმა 15 მატჩშს 13 გოლი გაიტანა. ბორუსია წელს ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები