Thumbnail

შარშანდელი არ განმეორდება - იუვენტუსში გეგმებს დიბალაზე აწყობენ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • პაულო დიბალა იუვენტუსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
  • არგენტინელმა ხელმძღვანელობის ნდობა მოიპოვა

იუვენტუსი პაულო დიბალას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს და მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ტურინელთა სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ ეს ინფორმაცია დაადასტურა და კლუბის მომავალი არგენტინელ თავდამსხმელს დაუკავშირა.

„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ დიბალას აგენტთან. მნიშვნელოვანი მოთამაშეა და როდესაც შევიძინეთ, მასში დიდი ინვესტიცია ჩავდეთ. ყოველთვის გვჯეროდა და 10-ნომრიანი მაისურიც გადავეცით, რასაც სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. მის მიმართ ნდობა ყოველთვის გვქონდა და ეჭვი არ გვეპარება, რომ იუვეს მომავალია,“ - განაცხადა პარატიჩიმ.

პაულო დიბალას იუვე ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა იუვენტუსმა 2015 წელს პალერმოდან იყიდა. ერთი წლის წინ იტალიური კლუბი არგენტინელის გაყიდვას ინგლისში, მანჩესტერსა და ტოტენჰემში ცდილობდა, მაგრამ გარიგება ჩაიშალა.

მიმდინარე სეზონმა ყველაფერი შეცვალა. დიბალამ კლუბის მესვეურები დაარწმუნა თავის შესაძლებლობებში და კონტრაქტი, რომელიც 2022 წელს იწურება, უახლოეს ხანში გახანგრძლივდება. 26 წლის ფეხბურთელს „ბებერი ქალბატონის“ რიგებში 223 მატჩში 95 გოლი აქვს გატანილი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები