Thumbnail
  • 'მამუკა გორგოძესავით ქართველი რომ ვიყო, ცხადია, მეც ასე ვისაუბრებდი'
  • 'საქართველოს ნაკრების დაშვებით ტურნირი უკეთესი გახდებოდა? არა მგონია'
  • იტალიელთა კაპიტანმა Telegraph-თან ინტერვიუში 'ბორჯღალოსნებზე' ისაუბრა

იტალიის სარაგბო ნაკრების ლეგენდარულმა კაპიტანმა სერჯიო პარისემ Telegraph-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და მათ შორის საქართველოს ეროვნულ გუნდზეც ისაუბრა. 36 წლის ვეტერანი მორაგბე ძველებურად ამტკიცებს, რომ “ბორჯღალოსნების” ექვს ერში დაშვება არაფრის მომცემი არ იქნება.

“გასაკვირი არაა, რომ როდესაც 6 ერიდან გავარდნაზეა საუბარი, პირველ რიგში, იტალიის ნაკრებს ახსენებენ. ჩვენ უკვე ძალიან ბევრი წაგება დაგვიგროვდა. ქართველი რომ ვიყო, როგორც მაგალითად მამუკა გორგოძე ტულონიდან, მეც ასე ვისაუბრებდი, ვიტყოდი, რომ 6 ერში უნდა შეგვიშვან. თუმცა, ვთქვათ, საქართველომ ჩაგვანაცვლა, ის ტურნირში მხოლოდ 1 სეზონს გაატარებს და მერე ისევ იტალია დაბრუნდებოდა. განა, ამით 6 ერი რაიმეთი უკეთესი გახდებოდა? არა მგონია. ცხადია, ბოლო 5 წელში ჩვენი შედეგები იტალიური რაგბის იმიჯზე კარგად არ მოქმედებს და ამგვარ საუბრებს ხელს უწყობს. კრიტიკოსების ნამდვილად მესმის. არსებული სიტუაციით კმაყოფილი მეც არ ვარ”.

შეგახსენებთ, რომ იტალიელ მორაგბეებს ბოლო 5 სეზონის განმავლობაში მიჯრით 22 მატჩი აქვთ წაგებული, ამდენად, ტურნირიდან მათ დაქვეითებაზე საუბარი სულ უფრო ხშირად ისმის, თუმცა, 6 ერის ხელმძღვანელობას არაფრის გაგონება არ სურს. პარისეს იტალიის ნაკრების მაისურით 142 მატჩი აქვს ჩატარებული, კაპიტნის რანგში კი, გუნდს პირველად 2008 წელს გაუძღვა და საკმლავური უკვე 94 მატჩში კეთებია, საიდანაც გამარჯვება მხოლოდ 18-ში მოუპოვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები