Thumbnail

‘თუ მაგრები ხართ, შედით გალიაში მასვიდალთან’ - უსმანმა კრიტიკოსებს მიმართა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ხორხე მასვიდალთან ჩხუბისა და ტიტულის დაცვის შემდეგ, UFC-ის ჩემპიონმა ნახევრად საშუალო წონაში, კამარუ უსმანმა იმ ადამიანებს მიმართა, რომლებიც მას აკრიტიკებენ. ცნობილია, შერეული ორთაბრძოლების მოყვარულთა დიდი ნაწილი უსმანის ჩხუბის სტილს ზედმეტი ჭიდაობის გამო მოსაწყენს უწოდებს.

'თავის დროზე მეივეზერსაც აკრიტიკებდნენ, როცა თავს შესანიშნავად იცავდა'

“ჩემი გამოსვლები მოსაწყენია? UFC-ის ფანატებო, თქვენ გეკითხებით! ვთავაზობ მათ, შევიდნენ გალიაში და გამართონ 25-წუთიანი ბრძოლა ხორხე მასვიდალთან,” - განაცხადა უსმანმა UFC 251-ის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა: ”იცით, როცა ფლოიდ მეივეზერი კრივში დომინირებდა და შესანიშნავ დაცვას აჩვენებდა, მასაც აკრიტიკებდნენ. ადამიანებს შეუძლიათ თქვან, რაც სურთ. მე 25 წუთი ვიშრომე.”

კამარუ უსმანმა ტიტულ მეორედ დაიცვა

შეგახსენებთ, რომ კამარუ უსმანმა ხორხე მასვიდალი მსაჯების გადაწყვეტილებით, 49:46, 50:45, 50:45 დაამარცხა. აბუ დაბიში, “მებრძოლთა კუნძულზე”, მთავარი დუელი ნიგერიული წარმოშობის ამერიკელის კონტროლით წარიმართა. უსმანმა ტიტული მეორედ დაიცვა და მოქმედ მებრძოლთა შორის მოგებათა სერიით ხაბიბ ნურმაგომედოვს გაუთანაბრდა - ორივეს ზედიზედ 12-12 გამარჯვება აქვს.

📺 ვიდეო: კამარუ უსმანი V ხორხე მასვიდალი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები