Thumbnail
  • ფერარი მეორე გრანპრიზეც კრიზისშია
  • ფეტელმა და ლეკლერმა კვალიფიკაცია ჩააგდეს
  • გერმანელმა უარყო ხმები, თითქოს ფერარიდან ნაადრევად წავა

ფერარის ბოლიდის მართვა ამაზე სწრაფად შეუძლებელია?

სებასტიან ფეტელმა და შარლ ლეკლერმა სეზონის მეორე გრანპრის კვალიფიკაციაზე საშინელი შედეგები აჩვენეს: ფეტელი დღეს სტარტზე მე-10 იქნება, ლეკლერი კი - მე-11. პოული ლუის ჰემილტონს აქვს.

პირველ გრანპრიზე ლეკლერმა მეორე ადგილი მაინც დაიკავა, ფეტელი კი მეათე იყო. შაბათის კვალიფიკაციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ გერმანელის და ფერარის ურთიერთობას აღარაფერი ეშველება, თუმცა გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ სება ‘სკუდერიას’ ნაადრევად დატოვებს, თვითონ ფეტელი გამოეხმაურა და წასვლა გამორიცხა.

“არა მგონია, რომ ფერარი ვადაზე ადრე დავტოვო. გაქცევას არ ვაპირებ. ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი - პირველ რიგში საკუთარი თავისთვის. გუნდში წლების მანძილზე ბევრმა ადამიანმა მომცა ბევრი რამ და მათ წინაშე ვალში ვარ. გუნდიდან ნაადრევ წასვლაზე არც კი ვფიქრობ,” - განაცხადა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა.

📋 მეტი ამ თემაზე

შეგახსენებთ, რომ სებასტიან ფეტელის წასვლა ფერარიდან გადაწყვეტილია - გერმანელი სკუდერიას წლის ბოლოს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვებს. მის ადგილს ფერარიში კარლოს საინსი დაიკავებს, რომელიც ახლა მაკლარენშია და რომელმაც პირველ რბოლაში მე-5 ადგილი დაიკავა.

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • ლუის ჰემილტონი
  • მაქს ფერსტაპენი
  • ვალტერი ბოტასი
  • შარლ ლეკლერი
  • სებასტიან ფეტელი
  • სხვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები