Thumbnail

UFC 251 | კამარუ უსმანმა ხორხე მასვიდალი დამაჯერებლად დაამარცხა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ტურნირზე UFC 251, რომელიც აბუ დაბიში, ე.წ. “მებრძოლთა კუნძულზე” ტარდება, ძირითადი ქარდის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი, ნიგერიული წარმოშობის 32 წლის ამერიკელი კამარუ უსმანი და მისი 35 წლის თანამემამულე ხორხე მასვიდალი დაუპირისპირდნენ.

ბრძოლის ხუთივე რაუნდი მოქმედი ჩემპიონის სრული კონტროლით წარიმართა, რასაც მსაჯების გადაწყვეტილებაც მოწმობს: 49:46, 50:45, 50:45 უსმანის სასარგებლოდ.

ამ გამარჯვებით კამარუ უსმანი მოქმედ მებრძოლთა შორის მოგებათა სერიით ხაბიბ ნურმაგომედოვს გაუთანაბრდა - ორივეს ზედიზედ 12-12 გამარჯვება აქვს.

თავიდან უსმანი ბიორნსს უნდა შეხვედროდა, მაგრამ შოუმდე ერთი კვირით ადრე ამ უკანასკნელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შედეგად, უსმანთან ბრძოლა მასვიდალს შესთავაზეს და ეს უკანასკნელიც ბრძოლამდე 6 დღით ადრე დათანხმდა.

კომენტარები

ბოლო ამბები