Thumbnail
  • იუვენტუსმა რონალდოს პენალტებით თამაში გადაარჩინა
  • ტურინული გუნდი ლაციოს 8 ქულით უსწრებს, ხოლო ატალანტას - 9 ქულით

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც იუვენტუსმა ატალანტას უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. გასპერინის გუნდმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა და დუვან საპატას მიერ მე-16 წუთზე გატანილი გოლით მოიგო.

იუვენტუსმა მეორე ტაიმში 2-ჯერ გაათანაბრა ანგარიში. რონალდომ პენალტი ჯერ 55-ე წუთზე გაიტანა, რის შემდეგაც მალინოვსკის გოლსაც ისევ პენალტით 90-ე წუთზე უპასუხა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

იუვენტუსს 76 ქულა დაუგროვდა და ლაციოსთან 8 ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. რაც შეეხება ატალანტას, ბერგამოელები 67 ქულით მე-3 ადგილზე დარჩნენ. ტურინელები მომდევნო მატჩს სასუოლოსთან სტუმრად ჩაატარებენ, ატალანტა ბრეშას უმასპინძლებს.

იუვენტუსი 2:2 ატალანტა

გოლები: 0:1 საპატა (16), 1:1 რონალდო (პენ-55), 1:2 მალინოვსკი (81), 2:2 რონალდო (პენ-90)

იუვენტუსი: შჩესნი - დანილო (ალექს სანდრო 56'), ბონუჩი, დე ლიხტი, კუადრადო - მატუიდი (რემზი 82), ბენტანკური, რაბიო - რონალდო, დიბალა (იგუაინი 69'), ბერნარდესკი (დუგლას კოშტა 57')

ატალანტა: გოლინი - ჯიმშიტი, პალომინო (კალდარა 75'), ტოლოი - ჰატებორი, დე როონი, ფროილერი (ტამეზე 75'), კასტანიე - გომესი (მალინოვსკი 68'), ილიჩიჩი (პაშალიჩი 58'), საპატა (მურიელი 67')

კომენტარები

ბოლო ამბები