Thumbnail

ტიტული ქართული გოლითა და ცეკვით - ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლეგია 2:0 კრაკოვია
  • ვარშავული კლუბი პოლონეთის ჩემპიონი მე-14-ედ გახდა

ვაკო გვილიას ვარშავის ლეგია ექსტრაკლასას დასრულებამდე ორი ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონია!

ლეგიამ ვარშავაში კრაკოვია 2:0 დაამარცხა. 75-ე წუთზე კი გოლი სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა და ის ქართული ცეკვით აღნიშნა. სხვათა შორის, ამ მატჩზე მაყურებელი დაუშვეს, თუმცა ლიმიტირებული რაოდენობით.

ლეგია მე-14-ედ გახდა პოლონეთის ჩემპიონი და ტიტულების რიცხვით ვისლასა და ვაკოს ყოფილ გუნდ გურნიკს გაუთანაბრდა. 

ვაკო გვილიამ სეზონში 11 გოლი და 10 ასისტი მიითვალა

26 წლის ვაკო გვილიას ფანტასტიკური სეზონი გამოუვიდა - მას ყველა შეჯიბრებაში 11 გოლი და 10 საგოლე პასი აქვს (კიდევ ორი თამაში რჩება). ექსტრაკლასაში ვაკოს 8 გოლი აქვს გატანილი, 2 თასზე, ერთიც ევროპალიგაზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები