Thumbnail
  • კონსტანტინე მიქაუტაძემ მონპელიეში 4 წელი ითამაშა
  • ქართველი PRO D2-ის ამბიციურ კლუბში შეიძლება აღმოჩნდეს

საქართველოს ნაკრების მორაგბემ, კონსტანტინე მიქაუტაძემ ფრანგული მონპელიე დატოვა, სადაც 4 წლის განმავლობაში თამაშობდა. მიქაუტაძე მონპელიესთან ერთად 2017-2018 წლების სეზონში საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

კოტეს დამატების მსურველი PRO D2-ში მოასპარეზე ბეზიეა, რომელსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ, როგორც ფრანგულ პრესაში წერენ, საფრანგეთის 11-გზის ჩემპიონ კლუბს სერიოზული სპონსორი გამოუჩნდება და ზაფხულში ძალიან ბევრ მაღალი დონის მორაგბეს დაიმატებს.

მიქაუტაძეს ეროვნულ ნაკრებში 64 მატჩი აქვს ჩატარებული, ქართველ მორაგბეს ''ბორჯღალოსნებში'' 2 ლელო აქვს დადებული. მას აჟენის, ტულონისა და მონპელიეს რიგებში უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები