Thumbnail

'ჩავის დავაბრუნებ!' - ბარსას პრეზიდენტობის კანდიდატის დაპირება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წელს უნდა გაიმართოს. ერთ-ერთი, ვინც ამჟამინდელ პრეზიდენტს ხოსეპ მარია ბარტომეუს თანამდებობას შეეცილება ვიქტორ ფონტი იქნება. 

ფონტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, გუნდს ყოფილი ნახევარმცველი, ამჟამად ყატარულ ალ სადში დასაქმებული ჩავი ერნანდესი ჩაიბარებს.

ვიქტორ ფონტი ბარსაში კიკე სეტიენის მომავალს ვერ ხედავს

 "ბარსელონას ამჟამინდელი მწვრთნელი სეტიენი, მარტო ამის გამო იმსახურებს პატივისცემასა და მხარდაჭერას. ის ყოველთვის მომწონდა, როგორც მწვრთნელი, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ის არ არის ის მწვრთნელი, რომელსაც სამომავლოდ უნდა განვიხილავდეთ.

მჯერა, რომ თუკი არჩევნებს მოვიგებთ, ბარსელონაში ჩავი დაბრუნდება. ის ბარსას მაშინ ჩაიბარებს, როდესაც თავად გადაწყვეტს, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არ არსებობს სხვა პროექტი, რომელიც ჩავის მისი იდეების რეალიზებისა და წარმატების მაქსიმალურ შანსს გარანტირებულად მისცემს. თუკი ბარსელონას ვუხელმძღვანელებ, უახლოეს წლებში კლუბის საფეხბურთო პროექტის ცენტრი ჩავი გახდება”, - აქვეყნებს ფონტის ნათქვამს ესპანური მედია.

სეტიენმა ბარსელონა იანვარში ჩაიბარა და კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აქვს

კატალონიური გუნდიდან კიკე სეტიენის შესაძლო გათავისუფლების შესახებ ბევრი იწერება. გავრცელებული ინფორმაციით, ბარსა სეტიენს სეზონის დასრულების შემდეგ გაუშვებს, მის სავარაუდო შემცვლელად კი სწორედ 40 წლის ჩავის განიხილავს, რომელმაც ყატარულ ალ სადთან კონტრაქტი 5 ივლისს გაახანგრძლივა. 

ჩავი ერნანდესი ბარსელონას აღზრდილია და კლუბის ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა. კატალონიელებთან ერთად მან კარიერის განმავლობაში 25 ტიტული მოიგო, შემდეგ კი ყატარულ ალ სადში გადაბარგდა, სადაც ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები