Thumbnail

'ტურნირის მეფეები გაგვანადგურებენ' - პეპი 1/4-ფინალზე ფიქრს კრძალავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის საპასუხო მატჩის მოლოდინზე ისაუბრა, რომელიც მის გუნდს შინ მადრიდის რეალთან უწევს. 

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება მადრიდში, რომელიც ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის გამო პაუზის გამოცხადებამდე ჩატარდა, ინგლისურმა გუნდმა ანგარიშით 2:1 მოიგო და ახლა ¼-ფინალში გასვლის უკეთეს შანსს ფლობს. 

ასე არ ფიქრობს პეპ გვარდიოლა:

"არავითარი უპირატესობა არ გვაქვს. ეს მუდამ ასეა. უპირველესად, ჯერ მადრიდელებთან თამაშზე უნდა ვიფიქროთ და მხოლოდ შემდეგ განვიხილოთ ¼-ფინალში პერსპექტივები. თუკი მომდევნო რაუნდზე ნაადრევად დავიწყებთ ფიქრს, ტურნირის მეფეები გაგვანადგურებენ. ვიცი, როგორ უნდა ვითამაშოთ".

მანჩესტერ სიტი რეალს ეტიჰადზე უმასპინძლებს

მანჩესტერ სიტისა და მადრიდის რეალის საპასუხო დაპირისპირება 7 აგვისტოს, “ეტიჰადზე” ჩატარდება, ამ წყვილში გამარჯვებული კი ¼-ფინალში იუვენტუსი-ლიონის წყვილში საუკეთესოს შეხვდება. ჩემპიონთა ლიგა უკვე ამ ეტაპიდან “რვათა ფინალის” ფორმატში, პორტუგალიაში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები