Thumbnail
  • ქართველებმა MLS-ში სეზონი განაახლეს
  • გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა, რომლებიც ამერიკული სან ხოსეს ღირსებას იცავენ, სეზონი განაახლეს. მათი გუნდის მეტოქე სიეტლი იყო. კაშიამ მატჩი სრულად ჩაატარა, ხოლო ვაკო 85-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

ქართველმა ლეგიონერებმა, საბურთალოს ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის პატივსაცემად მისი სახელი და გვარი მაისურებზე დაიწერეს და სიეტლთან ისე ითამაშეს.

"ასეთ რთულ დროს, სოლიდარობა და მხარდაჭერა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, ამ ფორმით, თანადგომას ვუცხადებ 19 წლის ფეხბურთელის ყველა ახლობელ ადამიანს", - დაწერა კაშიამ ინსტაგრამზე.

გიორგი შაქარაშვილს მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობაში 19 ივნისიდან ეძებდნენ. საბურთალოს აკადამიის ფეხბურთელი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა და მას შემდეგ გაუჩინარდა მისი კვალი. 22 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.

კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

ამ მძიმე პერიოდში, მხარდაჭერას ვუცხადებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობელ ადამიანებს #არაძალადობას #Notoviolence

Posted by Vako Qazaishvili on პარასკევი, 10 ივლისი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები