Thumbnail
  • 📅 12 ივლისი | ⌚ 21:00 | ⚽ ტორპედო V დინამო თბილისი
  • კახა ჩხეტიანი მეტოქის რანგში ქუთაისში პირველად ბრუნდება
  • დინამო თბილისი და ტორპედო რესტარტის შემდეგ წაუგებლად თამაშობენ

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-5 ტური ცენტრალური მატჩით დასრულდება. ქუთაისში, "ქართული დერბი" გაიმართება - ტორპედო დინამო თბილისს უმასპინძლებს.

რა თქმა უნდა, ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს და ახლაც არაა გამონაკლისი. თანაც, მატჩს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ახლავს. ტორპედომ სეზონი კარგად ვერ დაიწყო და პაუზამდე ზედიზედ ორჯერ დამარცხდა, მაგრამ რესტარტის შემდეგ 4 ქულა მოიპოვა და სიტუაცია ოდნავ გაიუმჯობესა.

იგივე ითქმის დინამო თბილისზეც, რომელიც საწყისი ორი ფრის შემდეგ, რესტარტს დიდებულ ფორმაში შეხვდა - ზედიზედ ორჯერ მოიგო, ორჯერვე თბილისურ დერბიში (საბურთალოსთან 3:0 და ლოკომოტივთან 4:0). აშკარაა, რომ კახა ჩხეტიანის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და გასულ ტურში გალიდერებაც მოახერხა.

დინამოს მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი პირველად ჩავა ქუთაისში მეტოქის რანგში. დინამოს თავკაცმა ტორპედო გასული წლის მიწურულს დატოვა და დედაქალაქური გუნდი ჩაიბარა, რაც მატჩის ინტრიგას კიდევ უფრო ამძაფრებს.

საერთოდ, დინამოელთა რიგებში მრავლად არიან ექსტორპედოელები - როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, გიორგი ქიმაძე, გიორგი კუხიანიძე, არფან დაფე და თორნიკე კაპანაძე. ტორპედოშიც არიან დინამოს ყოფილი ფეხბურთელები - გიორგი ჯანელიძე, დემეტრე ბულისკერია და ირაკლი ძარია.

იმერელთა კაპიტან ბაჟა ტაბატაძესაც უთამაშია თბილისურ კლუბში, ოღონდ მცირე ხნით.

ვაჟა ტაბაძე (ტორპედო): "რა თქმა უნდა, მერანთან გამარჯვება საჭირო და სასიხარულო იყო, დინამოსთან მატჩისთვის კი მოტივაცია უფრო დიდი გვაქვს. მაქსიმალურად ვემზადებით და ვეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

ცუდია, რომ ისევ გულშემატკივრის გარეშე გვიწევს თამაში. ზოგადად, ფეხბურთი გულშემატკივრის გარეშე არაა ის, რაც უნდა იყოს და სამწუხაროა, რომ ასეთ პრინციპულ მეტოქესთან მატჩს ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩავატარებთ. ჩვენის მხრივ, ვიბრძოლებთ და იმედი გვაქვს, ჩვენი გულშემატკივრის გახარებას კიდევ ერთხელ შევძლებთ".

დავით კობოური (დინამო თბილისი): "მნიშვნელოვანი მატჩი გველის ქუთაისში. ტრადიციულ მეტოქესთან ყოველთვის დაძაბული თამაში გვაქვს. ჩვენი გუნდი კარგ ფორმაშია და აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებთ. საბურთალოსა და ლოკომოტივთან ჩატარებულმა შეხვედრებმა თვითრწმენა გაგვიმყარა და შევეცდებით მომდევნო მატჩებშიც მაღალი ხარისხი ვაჩვენოთ".

გამოკითხვა

ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?

  • დინამო ბათუმი
  • დინამო თბილისი
  • საბურთალო
  • დილა
  • ლოკომოტივი
  • სხვა გუნდი

საინტერესო ფაქტები

⚽ დინამო თბილისი და ტორპედო ერთმანეთს 75-ჯერ შეხვედნენ, საიდანაც თბილისელებმა 38 მატჩი მოიგეს, ქუთათურებმა 17-ჯერ, ხოლო 20 თამაში ფრედ დასრულდა.

⚽ დინამო თბილისს ბურთების ბალანსის მხრივაც დიდი უპირატესობა აქვს: 123 გოლი 69-ს წინააღმდეგ.

⚽ ისტორია გვიჩვენებს, რომ ამ გუნდების დაპირისპირებაში ყველაზე პოპულარული ანგარიშია - 1:0, რომელიც 16-ჯერ დაფიქსირდა.

⚽ ტორპედომ დინამო თბილისი ქუთაისში ეროვნულ ლიგაში ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს დაამარცხა (2:1). მას შემდეგ ქუთაისში გამართული 14 მატჩიდან 8-ჯერ ფრე დაფიქსირდა, სტუმრებმა კი 6-ჯერ იმარჯვეს.

⚽ დინამო თბილისს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული (1).

⚽ დინამო თბილისმა სტუმრად ამ სეზონში ერთხელ ითამაშა და საბურთალო ადვილად დაამარცხა.

⚽ ტორპედოს მიმდინარე სეზონში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამარჯვება არ მოუპოვებია (თითო ფრე და წაგება).

⚽ ამ გუნდების ბოლო 10 ურთიერშეხვედრაში 7-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ 2017 წელს დინამოს ამჟამინდელმა მეკარემ როინ კვასხვაძემ, რომელიც იმ დროს ტორპედოს კარს იცავდა, გადამწყვეტი პენალტი მოიგერია და იმერლები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.

⚽ ამ გუნდების ბოლო შეხვედრა 2019 წლის 3 ნოემბერს გაიმართა და ის დინამო თბილისმა მოიგო (2:1).

⚽ სეზონის რესტარტის შემდეგ ორივე გუნდი წაუგებლად თამაშობს. დინამომ ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა, ტორპედომ - 4.

სავარაუდო შემადგენლობები

ტორპედო (4-4-2): ბულისკერია - ტაბატაძე, კასრაძე, ადამაძე, ნადარაია - ივანიშვილი, ჯანელიძე, ძარია, ბობკო - ციცქიშვილი, ფანცულია

დინამო თბილისი (4-2-3-1): კვასხვაძე - ტრუბოჩკინი, კობოური, ლოჩოშვილი, ქიმაძე - პაპავა, მექვაბიშვილი - პერნამბუკო, კუცია, ბუღრიძე - კაპანაძე

ტრავმა: სანდოხაძე

კომენტარები

ბოლო ამბები