Thumbnail
  • 📅 11 ივლისი | ⌚ 21:30 | ⚽ ვალიადოლიდი V ბარსელონა
  • ვალიადოლიდმა ბოლოს 2014 წლის მარტში მოუგო ბარსას
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურის ერთ-ერთ პირველ მატჩში ლიდერის მდევარი ბარსელონა ვალიადოლიდს ესტუმრება...

ბარსელონას ანსუ ფატი დააკლდება, რომელმაც წინა ტურში პროფესიულ კარიერაში პირველი წითელი ბარათი მიიღო. კიკე სეტიენი მცირე როტაციას აპირებს. მაგალითად, სერხი რობერტოს დაცვის მარჯვენა ფრთაზე დახევს, ხოლო რიკი პუჩს თამაშის შანსი გაუჩნდება. შეტევის ტრიდენტი - მესი, სუარესი, გრიზმანი, ალბათ, არ შეიცვლება.

მასპინძლებს დისკვალიფიკაციამოხდილი ოსკარ პლანიო უბრუნდება, რომელიც შეტევაში სერხი გვარდიოლას დაეხმარება. სერხიმ ამ სეზონში 6 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა და მასპინძელთა მხრიდან ბარსასთვის მთავარ საშიშროებას წარმოადგენს. 

სერხის ბარსელონაში ყოფნის საოცარი ისტორია აქვს - 2015 წელს მას 1.5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს კლუბში და... რამდენიმე საათში გააგდეს. მიზეზი ისაა, რომ ტვიტერის არქივში მას ბარსას და კატალონიის შეურაცხმყოფელი პოსტები აღმოუჩინეს. არადა, გვარდიოლა ბალეარის კუნძულებიდანაა, სადაც ასევე კატალონიელები ცხოვრობენ. მას მერე 29 წლის ფორვარდი ყოველთვის გამორჩეული განწყობით თამაშობს ბარსელონას წინააღმდეგ.

კიკე სეტიენი პრესკონფერენციაზე

კიკე სეტიენი (ბარსელონას მწვრთნელი): "ბიჭებისგან ამ მატჩში მაქსიმუმს ვითხოვ. უნდა ვაჩვენოთ ჩვენი თამაშის საუკეთესო ვერსია. მეტოქეს ჯერ ბოლომდე არ გაუნაღდებია ელიტაში დარჩენა, ასე რომ, რთული მატჩი გველის. პირველ გოლს დიდი მნიშვნელობა ექნება. იქნებ, მოვახერხოთ და საჩემპიონო ინტრიგა ბოლო ტურამდე შევინარჩუნოთ".

საინტერესო ფაქტები

⚽ ლა ლიგაში ბოლო 20 საშინაო მატჩიდან ვალიადოლიდის მონაწილეობით 16-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

⚽ ამ ორი გუნდის ბოლო 12 ოფიციალური დაპირისპირებიდან 11 ბარსელონამ მოიგო.

⚽ ბარსელონას ლა ლიგაში 9-ტურიანი წაუგებელი სერია აქვს. 

⚽ პირველ წრეში ბარსელონამ მეტოქე "კამპ ნოუზე" 5:1 გაანადგურა. ლეო მესიმ ორი გოლი და ორი ასისტი მიითვალა.

⚽ ვალიადოლიდმა ბარსელონას ბოლოს 6 წლის წინათ, 1:0 მოუგო (ფაუსტო როსი).

⚽ სეზონის განახლების შემდეგ ლუის სუარესმა 4 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ვალიადოლიდი (4-2-3-1): მასიპი - მოიანო, ფერნენდესი, სანჩესი, გარსია - ალკარასი, ემეტერიო - ერვიასი, პლანიო, ვილა - გვარდიოლა 
ტრავმა: მიჩელი, სალისუ (?)
დისკვალიფიკაცია: არავინ

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, ალბა - არტურო ვიდალი, ბუსკეტსი, პუჩი - მესი, ლუის სუარესი, გრიზმანი
ტრავმა: დემბელე, დე იონგი, უმტიტი (?), არტური (?)
დისკვალიფიკაცია: ფატი

კომენტარები

ბოლო ამბები