Thumbnail

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩში საბურთალომ თელავს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა...

მატჩის 67-ე წუთზე ქავთარაძის დარტყმას სტუმარი ძოწენიძე გადაეღობა, მაგრამ მან ხელით ითამაშა. პენალტი გიორგი კოხრეიძემ შეასრულა, რომელმაც სეზონში პირველი გოლი გაიტანა. 

ეს თელავის პირველი მარცხი იყო ჩემპიონატში, საბურთალომ კი ხუთ ტურში 8 ქულა დააგროვა და ლიდერებს, დინამო თბილისსა და გორის დილას (ორივეს 4-4 თამაში) დაეწია. 

საბურთალო 1:0 თელავი

გოლი: კოხრეიძე 67' (პენალტი)

კომენტარები

ბოლო ამბები