Thumbnail
  • გერმანიის ჩემპიონატი სტარტს 18 სექტემბერს აიღებს
  • ევროპის ჩემპიონატის გამო, ზამთრის პაუზა შემცირდა

გერმანიის ბუნდესლიგის 2020-2021 წლების სეზონის განრიგი ცნობილია. პირველი ტური 18 სექტემბერს დაიწყება და 21-ში დასრულდება, თუმცა, რამდენიმე დღით ადრე, გუნდები გერმანიის თასის პირველ რაუნდს მოითავებენ:  თამაშები იმავე თვის 11-14 რიცხვში ჩატარდება.

2020-2021 წლების სეზონში შუა კვირაში ერთადერთი ტური გაიმართება, 15-16 დეკემბერს, ზამთრის პაუზამდე ერთი ტურით ადრე.

2021 წლის ზაფხულში გასამართი ევროპის ჩემპიონატის გამო, ზამთრის შესვენება შემცირდება და გერმანული გუნდები მოედანს იანვრის პირველ შაბათ-კვირას დაუბრუნდებიან.

ბუნდესლიგის ბოლო, 34-ე ტური 2021 წლის 22 მაისს გაიმართება ხოლო 9 დღით ადრე გერმანიის თასის ფინალი შედგება.

შეგახსენებთ, რომ 2019-2020 წლების სეზონში მიუნხენის ბაიერნმა დუბლი შეასრულა ("ვერცხლის სინი" და გერმანიის თასი მოიგო). "რეკორდმაისტერის" გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება დორტმუნდმა, ლაიფციგმა და გლადბახმა მოიპოვეს, ხოლო ევროპის ლიგაზე ლევერკუზენი, ჰოფენჰაიმი და ვოლფსბურგი ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები