Thumbnail

ოპერაცია საჭირო აღარ არის - ჰენდერსონი თასის აწევას შეძლებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კლოპს იმედი აქვს, რომ კაპიტანი შემდეგ სეზონს ჯანმრთელად შეხვდება
  • 'სიტუაციიდან კარგად გამოვძვერით, მუხლის ტრავმაა, მაგრამ ოპერაცია საჭირო არ არის'

იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ ბრაიტონთან მიღებული ტრავმის გამო ჯორდან ჰენდერსონი სეზონის დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს.

გერმანელმა ასევე დაამატა, რომ ოპერაცია საჭირო აღარ არის და კლუბის კაპიტანი ბოლო ტურში ჩელსისთან მატჩის შემდეგ თასის აწევას შეძლებს.

"მგონი სიტუაციიდან ნორმალურად გამოვძვერით..." - ამბობს კლოპი. "მუხლის ტრავმაა, მაგრამ ოპერაცია საჭირო არ არის. იმედია ახალი სეზონის სტარტზე ჯანმრთელად იქნება."

"ჰენდოს რეაბილიტირება სწრაფად შეუძლია და ყველას ამის იმედი გვაქვს. მან დაიმსახურა თასის აწევა და დიდი იმედი მაქვს ჩელსისთან მატჩის შემდეგ ის ამას შეძლებს."

კომენტარები

ბოლო ამბები