Thumbnail
  • ბუბა დაუშვილმა ანორთოსისთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა
  • ქართველმა გასულ სეზონში 24 თამაშში 1 გოლი გაიტანა

ქართველმა ფეხბურთელმა ბუბა დაუშვილმა ფამაგუსტას ანორთოსისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. კვიპროსული კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, დაუშვილმა ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ძველი კონტრაქტი კი 2021 წლის 30 ივნისს იწურებოდა.

#Anorthosisfc 🔵⚪️🔵 #blueandwhite

Posted by Anorthosis Famagusta on პარასკევი, 10 ივლისი, 2020

 "პირველ რიგში ძალიან მოხარული ვარ, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივე. ვეცდები, რომ კლუბს მოლოდინი გავუმართლო. იმედია, ერთად ვიბრძოლებთ დასახული მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა ფეხბურთელები შეინარჩუნა, ეს ძალიან დაგვეხმარება. ერთმანეთს ვიცნობთ და კარგად ვუგებთ. შეკრებას რაც შეეხება, ძალიან კარგი იყო, შედეგიანი და მზადებას ვაგრძელებთ. ჩემპიონატის დაწყებამდე ჯერ დრო არის და ყველა ფეხბურთელი სეზონს 100%-ით მზად შეხვდება. გულშემატკივრებისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. მათ ვპირდები, რაც ვიყავი გასულ სეზონში, ორი იმდენს ვიშრომებ კლუბისთვის და გულშემატკივრისთვის, რომ წარმატებულ შედეგს მივაღწიოთ. მადლობა მათ ქომაგობისთვის“ - თქვა დაუშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბუბა დაუშვილი ანორთოსისში ზუსტად ერთი წლის წინ გადავიდა. გასულ სეზონში ქართველმა 24 თამაშში 1 გოლი გაიტანა. თემურ ქეცბაიას გუნდის ღირსებას მასთან ერთად თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა იცავენ.

ანორთოსოსმა კვიპროსის ჩემპიონატის 2019-2020 წლების სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ახალი სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება, პირველ ტურში ანორთოსისი ერმისს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები