Thumbnail
  • პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიში ახალი მარცხენა მცველის მიყვანა უნდა
  • ესპანელი სპეციალისტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე დავიდ ალაბაა 

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მარცხენა განაპირა მცველის დამატება იქნება.

ესპანელი სპეციალისტის აზრით მის გუნდს ამ პოზიციაზე პრობლემები აქვს და გაძლიერება სჭირდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გვარდიოლას დავიდ ალაბას დამატება სურს.

28 წლის ფეხბურთელს მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება. ავსტრიელმა ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და კლუბის გამოცვლა გადაწყვიტა.

ასეთ შემთხვევაში გერმანული კლუბი ეცდება ალაბა უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაყიდოს და თანხა აიღოს, ვინაიდან შემდეგ იქნება შანსი დავიდმა ბაიერნი სრულიად უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

"ქალაქელებს" მოსწონთ ის ფაქტი, რომ ალაბა უნივერსალური მოთამაშეა და გაჭირვების დროს მას დაცვის ცენტრში და ნახევარდაცვაში თამაშიც შეუძლია. მანჩესტერ სიტის ინტერესი დიდია, თუმცა ალაბას დამატება სხვა ევროპულ გრანდებსაც სურთ. 

პეპ გვარდიოლას და დავიდ ალაბას ერთად მუშაობის გამოცდილება აქვთ. ესპანელი სპეციალისტი მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი 2013-2016 წლებში იყო და ავსტრიელ ფეხბურთელს კარგად იცნობს. 

დავიდ ალაბამ ბუნდესლიგის 2019/20 წლების სეზონში 28 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 1 გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები