Thumbnail
  • ლუკა იოვიჩი მადრიდში კარგად ვერ თამაშობს
  • სერბმა შესაძლოა, კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს

2019 წლის ზაფხულში ლუკა იოვიჩი აინტრახტიდან მადრიდის რეალში 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. გერმანიაში ჩატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ ესპანეთში ფორვარდისგან ბევრს ელოდნენ, თუმცა მოლოდინებმა არ გაამართლა.

22 წლის ფეხბურთელი ცოტას თამაშობს. სერბს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე არის შანსი იოვიჩმა რეალი გაცილებით ადრე 2019/20 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს.

ლუკას დამატება ინგლისურ კლუბს ლესეტერ სურს. გუნდის მთავარ მწვრთნელს ბრენდან როჯერსს უნდა, რომ შეტევაში იოვიჩისა და ჯეიმი ვარდის დუეტი შექმნას. ლესტერში სჯერათ, რომ სერბს ინგლისში თამაში გამოუვა.

სულ თავიდან მადრიდის რეალს ლუკას იჯარის წესით გაშვება უნდოდა. კორონავირუსის გამო გამოწვეული ფინანსური ზარალის ფონზე მათ გადაწყვეტილება შეცვალეს და მზად არიან ახალგაზრდა ფეხბურთელი გაყიდონ.

სახელდება თანხა, რომის გადახდაც ინგლისურ კლუბს მოუწევს. ლესტერ სიტი მზად არის ესპანელებს იოვიჩის სანაცვლოდ 31 მილიონი ფუნტი გადაუხადონ. ინგლისელებს ტრანსფერის განხორციელება ამ ზაფხულს სურთ.

ლუკა იოვიჩმა ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონში 16 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 2 გატანილი გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. სერბმა 4 მატჩი ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა.    

კომენტარები

ბოლო ამბები