Thumbnail

უმძიმესი ტრავმა პრემიერლიგაში - ექიმებს ჟანგბადის ბალონის გამოყენება მოუწიათ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ადამ სმითმა მოედანზე გონება დაკარგა და 8 წუთის განმავლობაში მკურნალობდნენ
  • ბორნმუთის ინგლისელი ფეხბურთელი საავადმყოფოში აღმოჩნდა

პრემიერლიგის 34-ე ტურში ბორნმუთის მცველმა ადამ სმითმა უმძიმესი ტრავმა მიიღო. 29 წლის ინგლისელი მცველი მეორე ტაიმში ტოტენჰემის ფეხბურთელ ბენ დევისთან საჰაერო ორთაბრძოლის დროს დაშავდა.

სმითმა გონება დაკარგა და ექიმებს მისი ცნობიერის აღსადგენად ჟანგბადის ბალონის გამოყენება პირდაპირ მინდორზე მოუწიათ. ინგლისელ ფეხბურთელს 8 წუთის განმავლობაში მკურნალობდნენ და ის გონზე მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა.

ადამი მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

სმითს მიმდინარე სეზონში 23 მატჩი აქვს ჩატარებული და გოლი არ გაუტანია. ბორნმუთი-ტოტენჰემის შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, "ალუბლები" სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე იმყოფებიან და პრემიერლიგაში დასარჩენად იბრძვიან.

კომენტარები

ბოლო ამბები