Thumbnail
  • ხამეს როდრიგესს მადრიდში ცოტას ათამაშებენ
  • ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოლუმბიელი კლუბს გამოიცვლის
  • 28 წლის ფეხბურთელის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ანჩელოტიმ ისაუბრა 

მას შემდეგ, რაც ხამეს როდრიგესი მადრიდის რეალში დაბრუნდა, იშვიათად თამაშობს. ესპანური კლუბის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი კოლუმბიელს არ ენდობა და ხშირ შემთხვევაში მოედანზე საერთოდ არ უშვებს...

28 წლის ფეხბურთელს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. სათამაშო დროის უქონლობის გამო, დიდია ალბათობაა, რომ ხამესმა რეალთან ხელშეკრულება არ გაახანგრძლივოს და კლუბის დატოვებაზე იფიქროს.

ასეთ შემთხვევაში, მადრიდელები შეეცდებიან როდრიგესი ამ ზაფხულს გაყიდონ, რათა მისი ტრანსფერიდან ფული აიღონ და მომავალ წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით და სრულიად უფასოდ არ გაუშვან.

შემტევის სახელს არაერთ კლუბს უკავშირებენ. მათ შორის არის ევერტონი. ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტია. იტალიელი სპეციალისტი კოლუმბიელს კარგად იცნობს და ხამესის ევერტონში სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. 

"ხამესი ძალიან მომწონს. როდესაც რეალი დავტოვე, ის მიუნხენში წამომყვა. ვრცელდებოდა ჭორები, რომ ხამესი ნაპოლიშიც მომყვებოდა. ახლაც ვრცელდება ინფრომაცია, რომ იგი ევერტონშიც გამომყვება. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ის ძალიან მომწონს, თუმცა ის მადრიდის რეალის ფეხბურთელია და ვფიქრობ, კვლავ მადრიდის რეალის ფეხბურთელი იქნება", - განაცხადა ანჩელოტიმ.

ხამეს როდრიგესმა ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონში სულ 8 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 1 გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები