Thumbnail

'ბავშვებთან პრობლემები მქონდა' - ფედერერი იმედგაცრუებას არ მალავს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ცნობილმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა იმედგაცრუება გამოთქვა იმით, რომ მის შვილებს ჩოგბურთით დაინტერესება არ ეტყობათ.

“ბავშვებთან პრობლემები ნამდვილად მქონდა. ვცდილობ, მათ ჩოგბურთის სიყვარული გავუღვივო. არც კი მახსოვს, რაფასთან და ნოვაკთან ჩემი საუკეთესო მატჩები რამდენჯერ ვანახე, თუმცა, არაფერი აინტერესებთ. მხოლოდ ის უნდათ, რომ შინ დროულად დავბრუნდე და მათ ვეთამაშო. ზოგჯერ ხელში ჩოგანს ძალით ვაჩეჩებ. ახლა, კორტზე ოთხივე მათგანი გადის ხოლმე და ეს, ჩემი დიდი სურვილია. ბოლო-ბოლო ის მაინც უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი მშობლებიც ამით იყვნენ დაკავებულნი”.

შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს შვეიცარიელი ჩოგბურთელი 39 წლის ხდება. ის მსოფლიოს მე-4 ჩოგანია, მიმდინარე სეზონში კი მხოლოდ 6 მატჩის ჩატარება მოასწრო, საიდანაც ხუთში იმარჯვა. დიდი სლემის ეგიდით ბოლო ტურნირი მან 2018 წელს მოიგო, როდესაც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ხორვატ მარინ ჩილიჩს აჯობა. კარიერის განმავლობაში მოგებული დიდი სლემის ტურნირებით (20) ფედერერი პირველ ადგილზე იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები