Thumbnail

ევროპალიგის წილისყრა - რვათა ფინალში გუნდები დაწყვილდნენ

  • უეფამ 2019/20 წლების ევროპალიგის პლეი ოფის წილისყრა ჩაატარა
  • ტურნირი 1/4-ფინალური ეტაპიდან გერმანიის ოთხ ქალაქში გაიმართება

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპალიგის 2019/20 წლების სეზონის პლეი ოფის დარჩენილი ნაწილის წილისყრა გაიმართა.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის გამო, ევროპის რანგით მეორე ტურნირში ¼-ფინალისტები ჯერ კიდევ არ გამოვლენილან, ორ ⅛-ფინალურ წყვილში კი პირველი თამაშებიც არ ჩატარებულა. ინტერი-ხეტაფესა და სევილია-რომას წყვილებში გამარჯვებულები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გაირკვევა, შეხვედრები კი გერმანიაში, ნეიტრალურ მოედნებზე ჩატარდება.

ევროპალიგის ⅛-ფინალური შეხვედრები 5 და 6 აგვისტოს ჩატარდება.

ხოჭოლავამ და შახტარმა ვოლფსბურგს სტუმრად უკვე მოუგეს

1/8-ფინალი

კოპენჰაგენი V ბაშაქშეჰირი (პირველი მატჩი 0:1)
ვულვზი V ოლიმპიაკოსი (1:1)
ლევერკუზენი V რეინჯერსი (3:1)
შახტარი V ვოლფსბურგი (2:1)
ბაზელი V აინტრახტი (3:0)
მანჩესტერ იუნაიტედი V ლასკ-ი (5:0)
ინტერი/ხეტაფე
სევილია/რომა

გერმანია იქნება ევროპალიგის "რვათა ფინალის" მასპინძელიც. მინი-ტურნირს ქვეყნის ოთხი ქალაქი: გელზენკირხენი, დიუსელდორფი, დუისბურგი და კიოლნი მიიღებს.

10 და 11 აგვისტოს ოთხი ¼-ფინალური მატჩი გაიმარტება. 16-17 აგვისტოს - ნახევარფინალები. ტურნირის ფინალურ შეხვედრას 21 აგვისტოს კიოლნი უმასპინძლებს.

ევროპალიგის გამარჯვებული კიოლნში გამოვლინდება

1/4-ფინალი

შახტარი/ვოლფსბურგი V ბაზელი/აინტრახტი

მანჩესტერ იუნაიტედი/ლასკ-ი V კოპენჰაგენი/ბაშაქშეჰირი

ინტერი/ხეტაფე V ლევერკუზენი/რეინჯერსი

ვულვზი/ოლიმპიაკოსი V რომა/სევილია.

1/2-ფინალი

ინტერი/ხეტაფე-ლევერკუზენი/რეინჯერსი V შახტარი/ვოლფსბურგი-ბაზელი/აინტრახტი

ვულვზი/ოლიმპიაკოსი-რომა/სევლია V მანჩესტერ იუნაიტედი/ლასკ-კოპენჰაგენი/ბაშაქშეჰირი.

ევრიპალიგის ფინალურ შეხვედრაში ნომინალური მასპინძელი პირველ ნახევარფინალურ წყვილში გამარჯვებული გუნდი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები