- ფრანგი ექს-ვარსკვლავი მოძრაობას BlackLivesMatter შეუერთდა
- ის კანადური მონრეალ იმპექტის მთავარი მწვრთნელია
წარსულში ცნობილმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ, რომელიც ამჟამად კანადურ მონრეალ იმპექტს ავარჯიშებს, სოლიდარობა გამოხატა ბოლო პერიოდში მსოფლიოს მოდებული მოძრაობის BlackLivesMatter მიმართ.
ეს MLS-ს მორიგ ტურში ნიუ ინგლენდთან მატჩის სტარტზე მოხდა, როდესაც ანრი ცალ მუხლზე დადგა და ამ პოზაში 8:46 წუთი გაატარა. ტიერისთვის ეს, კანადური კლუბის თავკაცის რანგში, მარტის მერე პირველი მატჩი იყო და აღნიშნული ჟესტის გამო, მასმედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. უშუალოდ მატჩი მონრეალელებმა 0:1 წააგეს, შემდეგი შეხვედრა კი 16 ივლისს ტორონტოსთან ელით.
46 წლის ჯორჯ ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში დააკავა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც მოჰყვა. დემონსტრაციებში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.
კომენტარები