Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა - რვათა ფინალში გუნდები დაწყვილდნენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უეფამ 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის წილისყრა ჩაატარა
  • ტურნირს 1/4-ფინალური ეტაპიდან ქალაქი ლისაბონი უმასპინძლებს
  • მადრიდის რეალი და ბარსელონა შესაძლოა ნახევარფინალში შეხვდნენ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის პლეი ოფის დარჩენილი ნაწილის წილისყრა გაიმართა, რომელიც პლეი ოფის პრინციპით, ტურნირის ფორმატში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის 1/8-ფინალური ეტაპის რამდენიმე საპასუხო მატჩი ჯერ კიდევ ჩასატარებელია, რისი მიზეზიც კორონავირუსის პანდემია გახდა.

ამ დროისთვის ¼-ფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს ოთხ კლუბს: იტალიურ ატალანტას, გერმანულ ლაიპციგს, ფრანგულ პარი სენ-ჟერმენსა და ესპანურ ატლეტიკოს. ¼-ფინალის მონაწილე კიდევ ოთხი გუნდი ⅛-ფინალის ოთხი საპასუხო შეხვედრის შემდეგ დადგინდება, რომლებიც 7-8 აგვისტოს გაიმართება. 

1/8-ფინალი

ბაიერნი-ჩელსი - (პირველი მატჩი 3:0)
ნაპოლი-ბარსელონა (1:1)
მანჩესტერ სიტი-რეალი (2:1)
იუვენტუსი-ლიონი (0:1).

ატალანტა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პირველად ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალები, ½-ფინალები და ფინალი "რვათა ფინალის" ფორმატში, აგვისტოში, ლისაბონში ჩატარდება. 12 აგვისტოდან მოყოლებული, პლეი ოფის თითოეულ რაუნდში გუნდები თითო შეხვედრას ჩაატარებენ, მატცები კი სტადიონებზე: "ეშტადიუ დუ ბენფიკასა" (ფინალის მასპინძელი) და "ჟოზე ალვალადეზე" გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 'ეშტადიუ დუ ბენფიკაზე' გამოვლინდება

7-8 აგვისტო: მერვედფინალის საპასუხო შეხვედრები
12-15 აგვისტო: მეოთხედფინალები (ლისაბონი)
18-19 აგვისტო: ნახევარფინალები (ლისაბონი)
23 აგვიტო: ფინალი (ლისაბონი, ეშტადიუ დუ ბენფიკა).

მინი-ტურნირში, რომელიც ლისაბონში ჩატარდება, გუნდები ასე დაწყვილდნენ:

1/4-ფინალი

რეალი/მანჩესტერ სიტი V ლიონი/იუვენტუსი

ლაიპციგი V ატლეტიკო

ნაპოლი/ბარსელონა V ჩელსი/ბაიერნი

ატალანტა V პსჟ

1/2-ფინალი

რეალი/მანჩესტერ სიტი - ლიონი/იუვენტუსი V ნაპოლი/ბარსელონა - ჩელსი/ბაიერნი

ლაიპციგი-ატლეტიკო V ატალანტა-პსჟ.

კომენტარები

ბოლო ამბები