- 'სამწუხაროდ, თორნიკეს საშუალო და შორი დისტანციიდან სტაბილური სროლა არ აქვს'
- ცნობილმა რუსმა საკალათბურთო კომენტატორმა ქართველის ცსკა-ში ტრანსფერი შეაფასა
ცნობილი რუსი საკალათბურთო კომენტატორი ვლადიმირ გომელსკი თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა და იმ რექციაზეც ისაუბრა, რომელიც ამ ამბავს საქართველოში მოჰყვა:
“შენგელია ფიზიკური კონდიციებით გამორჩეული ფორვარდია, რომელსაც ლიდერისთვის საჭირო თვისებები აქვს, სამწამიან ზონასთან კარგად თამაშობს და დაცვაშიც ძლიერია. სამწუხაროდ, მას საშუალო და შორი დისტანციიდან სტაბილური სროლა არ აქვს, თუმცა, ამის კომპენსირებას ერთი ერთზე მეტოქის დაჯაბვნით ახერხებს და ფარქვეშ შესვლის დროსაც შეუდარებელია. გუნდურ თამაშში ჩართვას კარგად ახერხებს და პასის გაცემაც ეხერხება. ახალ გუნდში პირველი სეზონი ნებისმიერი კალათბურთელისთვის რთულია, ამდენად, თორნიკეს ვუსურვებ ადაპტაციის პერიოდი სწრაფად გაიაროს, მოსკოვში კარგად მოეწყოს, აქაურობას შეეგუოს და თავი კომფორტულად იგრძნოს. ის ნამდვილი პროფესიონალია, რომელსაც უკვე უთამაშია სამ ქვეყანაში. რაც შეეხება ქართველების რეაქციას, ის ძალიან უცნაურია. ზოგი მას ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშულებს, ვიღაცამ მხარდაჭერა გამოუცხადა, უმეტესობას კი, ეს ფაქტი არც აინტერესებს”.
მეტი ამ თემაზე:
- 'ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ' - თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელია
- ცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაშის უდიდესი სურვილი ჰქონდა
- 'კონტრაქტში NBA-ც ნახსენებია' - რამდენი გადაიხადა ცსკა-მ შენგელიაში
- თორნიკე შენგელიას შესახებ: რატომ გვწყინს და რა ელის მოსკოვში
- თორნიკე შენგელია: სადაც არ უნდა ვიყო, თავი სამართლებელი არ მაქვს
- თორნიკე შენგელიას ტრანსფერს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა
- დუდა სანაძე: შენგელიამ, რა თქმა უნდა, იცოდა, სად გადადიოდა
- 'კაპიტანი კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს' - ფედერაცია შენგელიას ტრანსფერზე
- ელენე ლოლაძე: ვალდებული ვარ, ეს ამბავი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საჯარო გავხადო
- მამუკა გორგოძე თორნიკე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
- 'ახლა, უკვე მზად ვართ' - ევროლიგის ვარსკვლავი შენგელიას ტრანსფერზე
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ესპანურ ბასკონიაში გატარებული 6 წლის შემდეგ, კონტრაქტი მოსკოვის ცსკა-სთან გააფორმა და 3 სეზონს სწორედ რუსული არმიის კლუბში გაატარებს.
კომენტარები