Thumbnail
  • მაიკ ჯეიმსი და თორნიკე შენგელია მომავალ სეზონში თანაგუნდელები იქნებიან
  • გასულ სეზონში ევროლიგაში ამერიკელი მცველის საშუალო მონაგარი 21.1 ქულა იყო

ევროლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი მაიკ ჯეიმსი მოსკოვის ცსკა-ში თორნიკე შენგელიას ტრანსფერს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი უკანახაზელიც რუსულ გრანდში ირიცხება, ამდენად, მომავალ სეზონში ის და თოკო თანაგუნდელები იქნებიან.

“კარგი, ახლა უკვე მზად ვართ. კეთილი იყოს შენი მობრძანება ოჯახში”, - დაწერა ჯეიმსმა სოციალურ ქსელში და პოსტს ცსკა-ს მიერ შენგელიაზე დამზადებული ვიდეო დაურთო.

📋 მეტი ამ თემაზე:

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოსკოველებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს უახლოეს პერიოდში შეუერთდება. გასულ სეზონში ჯეიმსის საშუალო მონაგარი 21.1 ქულა, 3.3 მოხსნა და 4.3 პასი იყო, შენგელია კი, ესპანურ ბასკონიაში საშუალოდ 15.9 ქულას, 5.6 მოხსნას, 2.9 პასსა და 1.0 ჩაჭრას აგროვებდა. 2014-16 წლებში მაიკი და თოკო ბასკურ კლუბშიც თანაგუნდელები იყვნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები