Thumbnail
  • რაგბის ნაკრების ექს-კაპიტანი შენგელიას ტრანსფერს ინსტაგრამის სთორიში გამოეხმაურა
  • გორგოძემ საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანს ცსკა-ში წარმატებები უსურვა

საქართველოს სარაგბო ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე თორნიკე შენგელიას ტრანსფერს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა...

ექს-ბორჯღალოსანმა, რომელმაც ახლახან კარიერის დასრულება გამოაცხადა, ინსტაგრამის "სთორიში" თორნიკეს ახალ კლუბში წარმატებები უსურვა. 

მამუკა გორგოძის სთორი ინსტაგრამზე

დღეს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ესპანური ბასკონიადან რუსულ ცსკა-ში გადავიდა, მან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

ნაკრების კაპიტნის ტრანსფერმა საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. თორნიკე ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა. ქართველი გულშემატკივრების დიდი ნაწილიც უკმაყოფილო დარჩა, თუმცა შენგელიას მხარი დაუჭირა კალათბურთის ფედერაციამ, რომლის განცხადებიდანაც ირკვევა, რომ ეროვნულ ნაკრებში შენგელიას სტატუსი არ შეიცვლება. 

📋 მეტი ამ თემაზე:

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მას მერე, რაც რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდა. ამ ქვეყანას საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% ოკუპირებული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები