Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მასპინძელი ქალაქები არ შეიცვალა
  • 7/8 აგვისტოს ოთხი მეოთხედფინალისტი გამოვლინდება

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩების მასპინძელ ადგილებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. თამაშები იმ ქალაქებში გაიმართება, სადაც თავიდანვე უნდა გამართულიყო.

"უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ამ სეზონის 1/8 ფინალის დარჩენილი მატჩები საშინაო სტადიონებზე ჩატარდება. სხდომის შემდეგ რიგგარეშე გადწყდა, რომ მატჩები ტურინში, მანჩესტერში, მიუნხენსა და ბარსელონაში ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება" - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 1/8 ფინალური ოთხი მატჩი 7/8 აგვისტოს გაიმართება: ბაიერნი V ჩელსი (3:0 - პირველი მატჩი), იუვენტუსი V ლიონი (0:1), მანჩესტერ სიტი V რეალი (2:1), ბარსელონა V ნაპოლი (1:1).

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ პარი სენ-ჟერმენს, ლაიპციგს, ატალანტასა და ატლეტიკოს. მეოთხედფინალური ეტაპიდან ტურნირი ლისაბონში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები