Thumbnail
  • 📅 11 ივლისი | ⌚ 00:00 | ⚽ რეალი V ალავესი
  • რეალი საუკეთესო ფორმაშია, ხოლო ალავესი - ყველაზე ცუდ ფორმაში
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტური მადრიდში დასრულდება, სადაც ჩემპიონატის ლიდერი რეალი ბასკურ ალავესს მასპინძლობს, რომელსაც ელიტიდან გავარდნის საფრთხე ჯერ კიდევ ემუქრება...

ზინედინ ზიდანის გუნდი ქულით უსწრებს ბარსელონას და კარგი შანსი აქვს, ტურის დასრულებისთვის 4-ქულიანი ჰანდიკაპი აღადგინოს. ახლა ლა ლიგაში ყველაზე კარგ ფორმაში სწორედ რეალია, ყველაზე ცუდად კი ალავესი თამაშობს...

"სამეფო კლუბს" დაცვის ხაზში პრობლემები აქვს - სერხიო რამოსი და დანი კარვახალი დისკვალიფიცირებულები არიან, ხოლო ნაჩო ტრავმირებულია და მისი თამაში გამორიცხულია. ზიდანს მენდის მარჯვენა ფლანგზე დაყენების გეგმა ჰქონდა, მაგრამ ბოლო წამს მარსელომაც ტრავმა მიიღო (მისი თამაში გამორიცხული არ არის). ასეთ შემთხვევაში, რეალის დაცვა ძალზე ექსპერიმენტული იქნება - მარჯვნივ ლუკას ვასკესი, მარცხნივ- მენდი, შუაში მილიტაოსა და რაფაელ ვარანის დუეტი. სხვათა შორის, ფრანგსაც აწუხებს კისრის ტრავმა, მაგრამ ითამაშებს. 

საკადრო პრობლემები ამით არ ამოიწურება, ედენ აზარსაც აწუხებს ტრავმა, თუმცა ზიდნმა თქვა, რომ ის მატჩის განაცხადში იქნება. ლუკა იოვიჩი კარანტინშია, ხოლო ვინისიუს ჟუნიორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა მას არ უვარჯიშია.

ზინედინ ზიდანი დღევანდელ პრესკონფერენციაზე

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): "ლა ლიგის მატჩები ყოველთვის რთულია, მით უფრო დასკვნით ეტაპზე. მეტოქე მძიმე სიტუაციაშია და ბოლომდე იბრძოლებს. ჩვენ ვემზადებით ისე, რომ ჩვეულებრივად გავაგრძელოთ თამაში, რაც ბოლო დროს კარგად გამოგვდის. 

ლა ლიგის მოგება? ჯერ ამაზე არ ვსაუბრობთ, შემიძლია გითხრათ, რომ ხვალინდელი მატჩის მოგება ნამდვილად გეგმაში გვაქვს, მაგრამ მეტზე ჯერ არ ვფიქრობთ. სასიხარულოა, რომ სულ უფრო ცოტა მატჩი რჩება სეზონის დასრულებამდე და მიზანს ვუახლოვდებით". 

საინტერესო ფაქტები

⚽ ალავესთან ბოლო 7 საშინაო მატჩში რეალი, სულ მცირე 3 გოლს იტანს.

⚽ ამ გუნდების ბოლო 12 დაპირისპირებიდან 11 რეალმა მოიგო.

⚽ რეალს ლა ლიგაში 7-მატჩიან მოგებათა სერია აქვს.

⚽ ამ გუნდების ბოლო 12 დაპირისპირებიდან 11-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

⚽ ალავესს ლა ლიგაში 5-მატჩიან წაგებათა სერია აქვს.

⚽ ბოლო 7 ტურიდან 5-ში ალავესმა გოლის გატანა ვერ შეძლო.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-1-2): კურტუა - ლუკას ვასკესი, მილიტაო, ვარანი, მენდი - კროოსი, კაზემირო, ვალვერდე - ისკო - ასენსიო, ბენზემა
ტრავმა: ნაჩო, მარსელო (?), ვარანი (?), აზარი (?), ვინისიუსი (?)
დისკვალიფიკაცია: სერხიო რამოსი, კარვახალი

ალავესი (4-4-2): ხიმენესი - ნავარო, მაგალიანი, ლაგვარდია, მარინი - ვიდალი, კამარასა, პინა, რიოხა - ლუკას პერესი, ხოსელუ
ტრავმა: პაჩეკო, დუარტე
დისკვალიფიკაცია: არავინ

კომენტარები

ბოლო ამბები