Thumbnail

რივალდო: მსაჯები არაფერ შუაში არიან, ბარსელონა ცუდად თამაშობს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რივალდო ბარსელონას მდგომარეობით შეშფოთებულია
  • ბრაზილიელს 'კამპ ნოუზე' კარიერის საუკეთესო წლები აქვს გატარებული

ბარსელონას ყოფილმა ვარსკვლავმა რივალდომ კატალონური გრანდის პრობლემებზე ისაუბრა. ბრაზილიელი არ ეთანხმება ბოლო დროს გავრცელებულ აზრს, რომ რეალს VAR ეხმარება და ლა ლიგის სატურნირო ცხრილსაც ამიტომ ლიდერობს. რივალდოს აზრით, ბარსას პრობლემა ფეხბურთის ხარისხია.

„ბარსელონა ლა ლიგის ლიდერი იყო პაუზამდე და შემდეგ რეალმა გადაასწრო. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი VAR-ია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხედავ, ბარსელონა როგორ თამაშობს. ესპანიოლთან დერბიმ შემაშინა, რადგან ყველა რაღაც უკეთესს ველოდით, განსაკუთრებით ვილიარეალთან შესანიშნავი თამაშის შემდეგ. ეს შემაშფოთებელია, რადგან რეალზე ზეწოლას ვერ ვხედავ. საბედნიეროდ, ბარსამ თამაში მაინც მოიგო და ყოველ შემთხვევაში, რიტმი არ დაკარგა“ - თქვა რივალდომ.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა რეალს ერთადერთი ქულით ჩამორჩება, თუმცა ‘სამეფო კლუბს’ თამაშით ნაკლები აქვს გამართული. სეზონის დასრულებამდე მხოლოდ სამი ტურია დარჩენილი.

რივალდო ბარსელონას ღირსებას 1997-2002 წლებში იცავდა და 235 თამაშში 130 გოლი გაიტანა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები