Thumbnail

საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას ტრანსფერს ესპანური ბასკონიადან რუსულ ცსკა-ში საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გამოეხმაურა:

"საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს".

წარმატებები თოკო!!! 

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ...

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on ხუთშაბათი, 09 ივლისი, 2020

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ესპანური ბასკონიას წევრი 6 წლის განმავლობაში იყო. დღეს მოსკოვის ცსკა-მ ქართველ მძიმე ფორვარდთან 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა. თორნიკეს ტრანსფერს არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰქონდა ქართულ საზოგადოებაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები