Thumbnail
  • ლიონელ მესის 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს
  • ლუის სუარესი გოლების გარდა, საგოლე გადაცემებითაც გამოირჩევა

ფეხბურთში მთავარი გოლია. გოლი იგებს მატჩებს და ქმნის ისტორიას. თუმცა, გოლამდე არის მნიშვნელოვანი დეტალი - საგოლე პასი. ხშირად საგოლე გადაცემის ავტორები არავის ახსოვს, ყველას გონებაში გოლის ავტორი ილექება და ეს სულაც არ არის უცნაური - ვთქვით კიდეც, რომ მთავარი საბოლოო ჯამში გოლია.

21-ე საუკუნეში საუკეთესოები, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდოს არიან. მათი დუელი უკვე ათეულ წელზე მეტია გრძელდება. ასეა საგოლე პასებშიც - მესი წინაა, რონალდო კი მეორე ადგილზეა.

არგენტინელმა მიმდინარე საუკუნეში ჩატარებულ 866 შეხვედრაში 319 საგოლე გადაცემა შეასრულა, რონალდო მისგან ჯერჯერობით საკმაოდ შორსაა - 258 შედეგიანი ასისტით (1008 მატჩში).

21-ე საუკუნის ტოპ-ასისტენტები

1. ლიონელ მესი - 319 საგოლე პასი, 866 მატჩი

2. კრიშტიანო რონალდო - 258 საგოლე პასი, 1008 მატჩი

3. ლუის სუარესი - 256 საგოლე პასი, 713 მატჩი

4. მესუთ იოზილი - 253 საგოლე პასი, 653 მატჩი

5. ანხელ დი მარია - 235 საგოლე პასი, 695 მატჩი

6. სესკ ფაბრეგასი - 234 საგოლე პასი, 800 მატჩი

7. ჩავი - 230 საგოლე პასი, 950 მატჩი

8. ფრანკ რიბერი - 227 საგოლე პასი, 649 მატჩი

9. თომას მიულერი - 224 საგოლე პასი, 667 მატჩი

10. ანდეი არშავინი - 201 საგოლე პასი, 700 მატჩი

კომენტარები

ბოლო ამბები