Thumbnail

თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერზე კომენტარი საქართველოს ნაკრებში მის თანაგუნდელ დუდა სანაძეს ვთხოვეთ. ეროვნული გუნდის კაპიტნის ტრანსფერის გარდა, 27 წლის ფორვარდმა თბილისში მიმდინარე საწვრთნელ პროცესზე და საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

შენგელიას ტრანსფერზე

დუდა სანაძე (საქართველოს ნაკრები): “პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ თოკოსთვის ეს კარიერის თვალსაზრისით უდიდესი ნაბიჯია. იგი უკვე ისეთ ასაკშია, რომ ტიტულების მოგება სჭირდება. ცსკა, მადრიდის რეალთან ერთად, ევროპის უძლიერესი კლუბია. შენგელიას აქვს შანსი, რომ ლეგენდარული კალათბურთელი გახდეს. რა თქმა უნდა, მან იცოდა, სად გადადიოდა და იცოდა ისიც, რომ ცსკა უძლიერეს გუნდს აკეთებს."

წაიკითხეთორნიკე შენგელიას შესახებ: რატომ გვწყინს და რა ელის მოსკოვში

სამომავლო გეგმებზე

"რაც შეეხება ჩემს მომავალ კლუბს: ჯერ მოლოდინის რეჟიმში ვარ. ვიცი, რომ ადრიატიკის ლიგის გუნდების მხრიდან ჩემი მისამართით ინტერესზე დაიწერა, მაგრამ კონკრეტულ მოლაპარაკებამდე საქმე არ მისულა. ესპანეთში ჩემს ინტერესებს ძალიან კარგი აგენტი წარმოადგენს. ლიგა ენდესაში მსურს თამაში და გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ. გიპუსკოაში საკმაოდ კარგი სტატისტიკა მქონდა, რაზეც პრესა ყურადღებას მუდმივად ამახვილებდა. სამწუხაროდ, კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა. თავის დროზე, ჩემთან მხოლოდ 3-თვიანი კონტრაქტის გაფორმება, სწორედ ფინანსური არასტაბილურობით იყო გამოწვეული."

'ჩვენი ინდივიდუალური პროგრამით წვრთნა ილიას ზუროსის დაგეგმილია'

"კალათბურთელებისთვის ის ვარჯიშები, რომლებიც ახლა თბილისში გვიტარდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ინდივიდუალური პროგრამით წვრთნა ილიას ზუროსის დაგეგმილია და ბერძენი სპეციალისტი მუდმივად საქმის კურსშია. პანდემიის გამო ყველა და ყველაფერი დაზარალდა, მათ შორის სპორტიც. მოხარული ვარ, რომ ფედერაციამ და სახელმწიფომ მოახერხეს შეთანხმება და ჩვენც რეგულაციების ყველა პუნქტის გათვალისწინებით ვარჯიშის საშუალება მოგვეცა.”

📺 ბასკონია თორნიკე შენგელიას ამ ვიდეოთი დაემშვიდობა

კომენტარები

ბოლო ამბები