Thumbnail

მოსკოვის ცსკა-ს ბერძენი მთავარი მწვრთნელი დიმიტრის იტუდისი თორნიკე შენგელიას ტრანსფერს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველ კაალთბურთელს რუსულ კლუბში თამაშის დიდი სურვილი ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებაც ოფიციალურად დღეს გამოცხადდა.

დიმიტრის იტუდისი (მოსკოვის ცსკა-ს მთავარი მწვრთნელი):
“ვფიქრობ, ჩინებული ნაბიჯი გადავდგით, ამდენად, ვულოცავ კლუბს, მის ხელმძღვანელ ანდრეი ვატუტინსა და ჩვენს მფლობელებს “ნორნიკელიდან”. ვულოცავ თოკოსაც, რომელმაც ცსკა-ში თამაშის უდიდესი სურვილი გამოთქვა. ჩვენ მას რამდენიმე წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით და ბოლო-ბოლო ეს ტრანსფერი განვახორციელეთ. იმედი მაქვს, შენგელია გუნდის სხვა წევრებთან ერთად დაგვეხმარება, რათა ევროპული კალათბურთის უძლიერეს გუნდებს შორის დავრჩეთ.

ის უნივერსალური მოთამაშეა, რომელიც ყოველთვის საბრძოლველადაა განწყობილი და თანაც, კარიერის პიკში იმყოფება. ამდენად, მას ოფიციალურად ვეუბნები, “თოკო, კეთილი იყოს შენი მობრძანება” და ვუსურვებ, რომ მისმა განწყობამა და ოსტატობამ ჩვენი მოლოდინები გაამართლოს. ვიცი, რომ ჩვენი გუნდის ქომაგები შენგელიას ტრანსფერით გახარებულები არიან. ვფიქრობ, ისინი ხედავენ, რომ უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლის გუნდის შესაქმნელად ყველაფერს ვაკეთებთ და მხარს გვიჭერენ. ამდენად, მჯერა, რომ თუკი არსებული სიტუაცია საშუალებას მოგვცემს, ჩვენს თამაშებზე ტრიბუნებიც მუდამ სავსე იქნება”.

კომენტარები

ბოლო ამბები