Thumbnail

NBA | 40 წლის რეკორდსმენი კევინ დურანტის გუნდში - ბრუკლინის რეაქცია პრობლემებზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბრუკლინს ბევრი საკადრო პრობლემა აქვს
  • ნეტსმა ორლანდოს ტურნირისთის ვეტერანი დაიმატა

NBA-ს სეზონის რესტარტი 31 ივლისსაა დაგეგმილი, ბრუკლინ ნეტსს კი ბევრი საკადრო პრობლემა აქვს. როგორც ჩანს, კევინ დურანტის გუნდმა მოსალოდნელი ნაბიჯი გადადგა და ძლიერდება: ამერიკული მედიის ინფორმაციით, ნეტსმა ჯამალ კროუფორდი დაითანხმა.

კროუფორდი უკვე 40 წლისაა, ამ სეზონში უგუნდოდ იყო, წინა სეზონში კი ფინიქსში თამაშობდა, სადაც ბოლო მატჩში 51 ქულა დააგროვა და ESPN-ის ინფორმაციით, გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც ერთ მატჩში 50-ქულიანი ბარიერი გადალახა. ამერიკული მედიის ცნობით, ნეტსს მაიკლ ბისლის აყვანაც სურს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

ჯამალ კროუფორდი ბოლოს ფინიქს სანსში თამაშობდა

რამდენიმე დღის წინაც ვწერდით, რომ ბრუკლინს რესტარტის წინ სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა. ცნობილი იყო, რომ სუპერვარსკვლავები კევინ დურანტი და კაირი ირვინგი ვერ ითამაშებდნენ, მერე კი გაირკვა, რომ ორლანდოში ვერც სპენსერ დინვიდი, დეანდრე ჯორდანი და ტორინ პრინსი გაემგზავრებიან. სამივეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბრუკლინელები პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვიან. ნეტსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა და უკეთეს პოზიციაშია, ვიდრე მე-9 ადგილზე მყოფი ვაშინგტონ უიზარდსი, რომელსაც ასევე საკადრო პრობლემები აქვს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები