Thumbnail

რეალის ფეხბურთელი იზოლაციაშია - მის მეგობარს COVID 19 დაუდგინეს

  • მადრიდის რეალის ფეხბურთელი თვითიზოლაციაშია
  • ლუკა იოვიჩის მეგობარს, რომელთანაც ფეხბურთელს შეხება ჰქონდა, COVID 19 აქვსე 

ესპანური გადაცემის ელ ჩირიუნგუიტოს წამყვანი, ხოსე პედრეროლი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. ესპანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ მადრიდის რეალის ფეხბურთელი ლუკა იოვიჩი თვითიზოლაციაშია, რადგანაც მის მეგობარს COVID 19 დაუდგინეს.

პედრეროლის ინფორმაციით, იოვიჩს მეგობარს შეხვდა, რის შემდეგაც მან კორონავირუსის ტესტი ჩაიტარა, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა. შეგახსენებთ, რომ მადრიდული გრანდის ფორვარდმა მეგობარი გოგოს დაბადების დღე სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის ქუჩებში იზეიმა. ესპანეთიდან სერბეთში ჩასულ იოვიჩს ბელგრადის ქუჩებში სიარულის უფლება არ ჰქონდა.

ლუკამ წესები კიდევ ერთხელ მაშინ დაარღვია, როდესაც ინსტაგრამში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მეგობრების გარემოცვაში, ბარბექიუზე იყო და სოციალურ დისტანციას არ იცავდა. სავარაუდოდ, იოვიჩს ორი კვირა თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები