Thumbnail
  • კვიპროსული მედია ანორთოსისში მოსალოდნელ ცვლილებებზე წერს
  • თემურ ქეცბაია გუნდის გაძლიერებას ნახევარდაცვის ხაზში აპირებს
  • ვიცე-ჩემპიონების რიგებში ოთხივე ქართველი ლეგიონერი დარჩება 

კვიპროსული მედია თემურ ქეცბაიას სატრანსფერო გეგმებზე წერს. როგორც ირკვევა, ფამაგუსტას ანორთოსისის უმთავრესი მიზანი ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება იქნება, სადაც 52 წლის ქართველ სპეციალისტს ორი მოთამაშე სჭირდება.

თემურ ქეცბაიას 22-კაციანი სიიდან 13 უკვე შერჩეული ჰყავს, რომლებსაც მომავალ სეზონში აუცილებლად დაეყრდნობა. მათ შორისაა გუნდის ოთხივე ქართველი ლეგიონერი - მეკარე გიორგი ლორია, ნახევარმცველები: ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი და თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა.

მას შემდეგ, პორტუგალიელმა რენატო ჟოაო მარგასამ კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო, ანორთოსისს კიდევ ერთი ლეგიონერის დამატების უფლება აქვს და ქეცბაიას შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე უცხოელი მოყვანა აქვს გადაწყვეტილი. მით უმეტეს, რაც ეს პოზიცია გუნდიდან ესპანელი რაიოსა და ჯანო ანანიძის წასვლის შემდეგ დასუსტდა.

ჯანომ ანორთოსისში სეზონის მეორე ნახევარი გაატარა

კვიპროსის 2019/20 წლების ჩემპიონატი, სადაც თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ანორთოსისი პირველობისთვის იბრძოდა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ვადამდე დასრულდა, ქართველების გუნდი კი ვიცე-ჩემპიონად გამოცხადდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება კვიპროსის ჩემპიონატის მომდევნო სეზონი.

კომენტარები

ბოლო ამბები