Thumbnail
  • The Indianapolis Star პეისერსის პრეზიდენტის 3-წლიან მოღვაწეობას აფასებს
  • პრეზიდენტი პრიტჩარდი და გოგა ბითაძის საკითხი

ინდიანა პეისერსის პრეზიდენტ კევინ პრიტჩარდს თანამდებობაზე ყოფნის 3 წლისთავი გაუხდა. The Indianapolis Star-მა NBA-ს გუნდში მისი მოღვაწეობა შეაფასა...

გამოცემამ გამოიკვლია, თუ როგორ მუშაობდა კლუბის პრეზიდენტი, რომელმაც თანამდებობაზე არც მეტი არც ნაკლები, ლარი ბერდი შეცვალა, თავისუფალ აგენტებთან, გაცვლებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა მიენიჭა კლუბის პოლიტიკას დრაფტზე.

2017 წელს ინდიანა პეისერსმა მე-18 ნომრად ტი ჯეი ლიფი აირჩია, ხოლო 47-ე ნომრად იკე ანიგბოგუ. 2018-ში 23-ე ნომრად აარონ ჰოლიდეი აირჩიეს, 50-ედ კი - ალიზ ჯონსონი. დაბოლოს, 2019 წლის დრაფტის მე-18 ნომრად კლუბმა ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე შეარჩია.

პრეზიდენტი კევინ პრიტჩარდი, გოგა ბითაძე და მწვრთნელი ნეით მაკმილანი

The Indianapolis Star გოგა ბითაძეზე

მოთამაშეები, რომლებიც ბითაძის შემდეგ აირჩიეს და მათ კარგად ითამაშეს პირველივე სეზონში: მატის ტიბიული (სიქსერსი), ბრენდონ კლარკი (გრიზლისი), კოდი მარტინი (ჰორნეტსი), დანიელ გაფორდი (ბულსი) და ერიკ პასკალი (უორიორსი). 

"უცნაური არჩევანია იმის გათვალისწინებით, რომ დღეს უფრო მეტი კლუბი ცდილობს აქცენტი "მაღლებზე" არ გააკეთოს, მაგრამ პირველი წრის შუის მერე დრაფტზე ასარჩევიც ბევრი არავინ იყო.

სავარაუდოდ, ბითაძის განვითარებას რამდენიმე წელი დასჭირდება. მას ჰქონდა კარგი მომენტები პირველივე სეზონში, შეეძლო სამქულიანი ჩაეგდო თუკი პერიმეტრზე დაუცველს ტოვებდნენ, ან დაცვაში ფარზე საიმედოდ ეთამაშა. 

ის ხშირად "იკარგებოდა" დაცვაში თამაშისას, როცა გუნდი როტაციას გადიოდა. ეს არც არის გასაკვირი - ევროპაში ცენტრ ბითაძეს გაცილებით ნაკლები მოეთხოვებოდა, ვიდრე ამერიკაში. არის დეტალები მის თამაშში, რაც აღფრთოვანებას იწვევს, მაგალითად ის, რომ 211 სმ. სიმაღლის მოთამაშე კარგად ისვრის შორი დისტანციიდან. 

როგორ მოთამაშედ ჩამოყალიბდბება ბითაძე? ღირს სანახავად. მომდევნო თვეში ის მხოლოდ 21 წლის ხდება". 

მოკლედ, ბითაძის აყვანის საკითხში პრეზიდენტის ქმედებაზე გამოცემამ არც დადებითი დასკვნა დადო და არც უარყოფითი, ყველაფერი მომავალს მიანდო. ვნახოთ, როგორ გაუმართლებს გოგა პრიტჩარდს, რომელიც პირველი ინიციატორი იყო ქართველი ცენტრის აყვანის. საკმარისია ითქვას, რომ ინდიანას თავკაც ნეით მაკმილანს გოგას თამაში დრაფტამდე ნანახიც არ ჰქონდა და ინიციატივა მისგან არ წამოსულა. 

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე მისთვის სადებიუტო სეზონში საშუალოდ 8.4 წუთს თამაშობდა. ის საშუალოდ 3.1 ქულას, 2.0 მოხსნას და 0.7 დაფარებას აკეთებდა. 49 მატჩიდან მან 2 ითამაშა სასტარტო ხუთეულში, ორმაგი დუბლი კი ერთხელ მიითვალა. ივლისის ბოლოს NBA ორლანდოში განახლდება, სხვებთან ერთად მონაწილეობს ინდიანა პეისერსიც. 

კომენტარები

ბოლო ამბები