Thumbnail

საქართველოს ნაკრებისა და ბასკონიას კაპიტნის თორნიკე შენგელიას მოსალოდნელ ტრანსფერს მოსკოვის ცსკა-ში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. საქართველოში გულშემატკივართა საკმაო ნაწილი მიიჩნევს, რომ 28 წლის კალათბურთელისთვის ოკუპანტი ქვეყნის არმიის კლუბში თამაში მიუღებელი უნდა იყოს.

ლამის ყველა რუსულმა სპორტულმა გამოცემამ ამ თემას სტატია მიუძღვნია, მათ შორის "სპორტ ექსპრესმაც". ამავდროულად, გამოცემამ საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელის ვიქტორ სანიკიძის კომენტარიც გამოაქვეყნა, რომელსაც თავის დროზე ყაზანის უნიკს-ში უთამაშია.

ვიქტორ სანიკიძემ ერთი სეზონი ყაზანის უნიკს-ში გაატარა

"სპორტ ექსპრესი": “2014/15 წლების სეზონში ცსკა-ში ქართველ კალათბურთელს უკვე უთამაშია - მანუჩარ მარკოიშვილს. მაშინ ქართველებს ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ, თავად მანუმ კი "იზვესტიას" უთხრა, რომ მისი ცსკა-ში გადასვლა წინგადადგმული დიდი ნაბიჯი სრულიად ქართული სპორტისთვის იყო. იმავე წელს ყაზანური უნიკს-ის ღირსებას ვიქტორ სანიკიძე იცავდა. შენგელია და სანიკიძე ახლო მეგობრები არიან - ცსკა-ს ახალი ფორვარდი არისის სპორტული დირექტორის ვაჟის ნათლიაა".

სანიკიძე უნიკს-ის მაისურით რეალის წინააღმდეგ

- მოსალოდნელი იყო, რომ ზოგიერთ ქართველს ამ ტრანსფერზე მსგავსი რეაქცია ექნებოდა, - უთხრა გამოცემას სანიკიძემ. - რას ვიზამთ? მე და მარკოიშვილიც ვთამაშობდით რუსეთში, მაგრამ მე ყოველთვის ვმიჯნავდი სპორტსა და პოლიტიკას.

თორნიკეს შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს. მას უყვარს თავისი სამშობლო და ნამდვილი პატრიოტია. მაგრამ ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ვერ ერკვევიან სპორტსა და პოლიტიკაში. როგორც ჩანს, მათთვის სასიამოვნოა ვინმეს კრიტიკა, შეურაცხყოფა… 

მანუმ ცსკა-სთან ერთად VTB ლიგა და რუსეთის ჩემპიონატი მოიგო

მახარებს მისი ცსკა-ში გადასვლის ამბავი. ის ევროლიგის საუკეთესო ფორვარდია, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ გუნდს შეუერთდა.

ჩვენ საკუთარ საქმეს ვაკეთებდით, ვვარჯიშობდით, ვთამაშობდით. მოედნის გარეთ ან გასახდელში კი არასდროს განვიხილავდით პოლიტიკას. მერწმუნეთ, სასაუბროდ ამის გარეშეც უამრავი თემაა", - ამბობს სანიკიძე.

ახლახან თოკო ბასკონიასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა

თორნიკე შენგელია ბასკონიაში 2014 წლიდან თამაშობს და მასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. თოკოს ცსკა-ში ტრანსფერზე ბოლო პერიოდია ბევრი იწერება და გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა გრანდმა უკვე ყველაფერი მოაგვარა.

კომენტარები

ბოლო ამბები