Thumbnail
  • რობერტ ლევანდოვსკი 'ოქროს ბუცთან' ახლოსაა
  • კრიშტიანო რონალდოს და ჩირო იმობილეს შანსი აქვთ

საფეხბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება და ‘ოქროს ბუცისთვის’ ბრძოლაც გადამწყვეტ ფაზაშია შესული. მთავარი კანდიდატი სამია: რობერტ ლევანდოვსკი, ჩირო იმობილე და კრიშტიანო რონალდო.

ბუნდესლიგაში სეზონი დასრულებულია, მაგრამ ლევანდოვსკი კონკურენტებთან საკმარის უპირატესობას ფლობს. პოლონელმა 34 გოლი გაიტანა, რაც 68 ქულის ტოლფასია (ტოპ ხუთი ჩემპიონატში ერთი გოლის კოეფიციენტი 2 ქულაა). ლევანდოვსკის გადასწრების შანსი ჩირო იმობილესა და კრიშტიანო რონალდოს აქვთ.

ლაციოს ფეხბურთელს 29 გოლი აქვს გატანილი და მეორე ადგილზეა, ხოლო რონალდოს ანგარიშზე 26 გოლია. სერია A-ში სეზონის დასრულებამდე კიდევ 7 ტურია დარჩენილი და არაა გამორიცხული, ლევანდოვსკი ‘ოქროს ბუცის’ გარეშე დარჩეს.

ოქროს ბუცის კანდიდატები

1. რობერტ ლევანდოვსკი - 34 გოლი (68 ქულა)

2. ჩირო იმობილე - 29 გოლი (58 ქულა)

3. კრიშტიანო რონალდო - 26 გოლი (52 ქულა)

4. ტიმო ვერნერი - 26 გოლი (52 ქულა)

5. ერლინგ ჰაალანდი - 28 გოლი (48 ქულა*)

6. ლიონელ მესი - 22 გოლი (44 ქულა)

7. ჯეიმი ვარდი - 22 გოლი (44 ქულა)

8. პიერ-ემერიკ ობამეიანგი - 20 გოლი (40 ქულა)

9. რომელუ ლუკაკუ - 20 გოლი (40 ქულა)

10 დანი ინგსი - 18 გოლი (36 ქულა)

* ავსტრიის ჩემპიონატის გოლები 1.5 კოეფიციენტით ფასდება

 

კომენტარები

ბოლო ამბები