Thumbnail
  • პატრიკი 4 მატჩით დასაჯეს
  • ლაციოს სეზონის გადამწყვეტ მომენტში მცველი გამოაკლდა

რომის ლაციოს ესპანელი მცველი პატრიკი ოთხმატჩიანი დისკვალფიკაციით დასაჯეს. ესპანელმა ლეჩეს ფეხბურთელ ჯულიო დონატის უკბინა და სანქციაც ამიტომ დაეკისრა. ინციდენტის შესახებ სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინდელი მატჩის 90-ე წუთზე პატრიკმა მეტოქეს მოულოდნელად უკბინა, რაც თავიდან მსაჯს შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ VAR-ის დახმარებით სიტუაციაში მალევე გაერკვა და წითელი ბარათი უჩვენა.

პატრიკი ლაციოში 2015 წლიდან თამაშობს, ხოლო საფეხბურთო კარიერა ბარსელონას აკადემიაში დაიწყო. 26 წლის მცველი ‘ბიანკოჩელესტეს’ სასუოლოსთან, უდინეზესთან, იუვენტუსთან და კალიარისთან ვერ დაეხმარება.

ლაციო სერია A-ს ჩემპიონობისთვის ისევ იბრძვის და იუვეს 7 ქულით ჩამორჩება. ეს გუნდები 20 ივლისს ტურინში ერთმანეთს შეხვდებიან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები