Thumbnail

ჯანლუიჯი ბუფონმა შესაძლოა ხელთათმანების ლურსმანზე დაკიდების შემდეგ სამწვრთნელო კარიერა დაიწყოს. 41 წლის იტალიელის აგენტის, სილვანო მარტინას აზრით, ჯიჯის გასახდელის მართვის გამოცდილება აქვს და ეს მწვრთნელობაში დაეხმარება.

„ჩემი აზრით, ჯიჯიმ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა უნდა დაიწყოს. იცნობს ფეხბურთს და გასახდელის სამართავად საკმარისი გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, მომავალში იუვეს მწვრთნელობა შეუძლია,“ - ამბობს მარტინა Tuttosport-თან ინტერვიუში.

ბუფონმა რამდენიმე დღის წინ ‘ბებერ ქალბატონთან’ კონტრაქტი გაახანგრძლივა და ტურინელთა კარს 2021 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

ჯიჯიმ ოთხი დღის წინ სერია A-ს რეკორდი დაამყარა - ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი, 648 მატჩი აქვს ჩატარებული.

 

კომენტარები

ბოლო ამბები