Thumbnail
  • 📅 9 ივლისი | ⌚ 21:00 | ⚽ ლოკომოტივი V დინამო ბათუმი
  • ლოკომოტივის მთავარ მწვრთნელად გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტი შედგება
  • ბათუმელებს 4 ტურში 4 ფრე აქვთ, მაგრამ ლიდერს 4 ქულით ჩამორჩებიან

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-5 ტურში გამორჩეული დაპირისპირება შედგება: ლოკომოტივი დინამო ბათუმს მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე უმასპინძლებს.

მატჩის მნიშვნელობა დიდია და ბევრი ინტრიგაც ახლავს. თბილისელებიც და ბათუმელებიც მიმდინარე სეზონში მაღალ მიზნებს ისახავენ, თუმცა ბოლო პერიოდში სასურველ ფეხბურთსა და განსაკუთრებით შედეგს ვერ აჩვენებენ.

დინამო ბათუმს 4 თამაშში 4 ფრე აქვს. გია გეგუჩაძის გუნდი, რა თქმა უნდა, უკეთეს სტარტს ისურვებდა, ამიტომ, ახლა შეცდომის დაშვების უფლება პრაქტიკულად აღარ აქვს. 

ლოკომოტივს პაუზამდე ბრწყინვალე დასაწყისი ჰქონდა, ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა, მაგრამ სეზონის განახლების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. პაუზის დროს გუნდი ლევან კორღალიძემ დატოვა, მისი ადგილი სოსო ფრუიძემ დაიკავა. რესტარტის შემდეგ ორ ტურში თბილისელებმა ერთადერთი ქულა მოიპოვეს და გამოცდილ სპეციალისტს გუნდიდან წასვლა მოუწია.

📋 მეტი ამ თემაზე:

შედეგად ‘ლოკოს’ მესამე მწვრთნელი ჰყავს: გიორგი ჭიაბრიშვილი - სპეციალისტი, რომელმაც საბურთალოსთან ერთად წარმატებებს მიაღწია და რამდენიმეთვიანი დასვენების შემდეგ საქმიანობას უბრუნდება. ამრიგად, მწვრთნელებს შორისაც საინტერესო დუელი გველოდება - გეგუჩაძე ჭიაბრიშვილის წინააღმდეგ. იყო დრო, როდესაც ისინი ზესტაფონში ერთად მუშაობდნენ და წარმატებასაც მიაღწიეს.

მიუხედავად ზედიზედ ოთხი ფრისა და მე-6 ადგილზე ყოფნისა, დინამო ბათუმი ლიდერის პოზიციას მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება, ლოკომოტივი კი მესამე საფეხურზეა და მეტოქეს 3 ქულით უსწრებს.

📺 ვიდეო: დინამო ბათუმი 1:1 საბურთალო (მიმოხილვა)

ჭიაბრიშვილი: გეგუჩაძე ერთ-ერთი საუკეთესოა

გიორგი ჭიაბრიშვილი (ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი): “ხაზგასმით მინდა ვთქვა: გია გეგუჩაძე საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, მისი გუნდი კი ჩემპიონატში ერთ-ერთი უძლიერესია. საერთოდ, ნასიამოვნები ვარ, რომ თავიდან ძლიერ კლუბებთან გვაქვს თამაშები (ბათუმის დინამოს შემდეგ ლოკომოტივს საბურთალოსთან უწევს დაპირისპირება). ეს მატჩები უკეთ გამოაჩენს ჩვენი გუნდის რეალურ ძალას, მის დადებით და უარყოფით მხარეებს.”

ნიკა ჭანტურია (ლოკომოტივი): “ჩვენი მომავალი მეტოქე მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ბათუმის დინამოს ჩემპიონობა სურს და ამით ბევრი რამ არის ნათქვამი. ბათუმელებს მოსალოდნელზე უარესი სტარტი ჰქონდათ, რაც ჩვენთვის მათთან დაპირისპირებას უფრო რთულს ხდის. სეზონის განახლების შემდეგ გარკვეული ჩავარდნა ჩვენც გვაქვს. მისაღები შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნება, ამიტომ, საკმაოდ რთულ და საინტერესო დაპირისპირებას ველოდები. 

ჭიაბრიშვილი საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია. მისი საბურთალო შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა და შედეგიც ჰქონდა. ჩვენთვის მისი საფეხბურთო ფილოსოფია სრულიად მისაღებია. დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობა წარმატებული იქნება.”

გამოკითხვა

ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?

  • დინამო ბათუმი
  • დინამო თბილისი
  • საბურთალო
  • დილა
  • ლოკომოტივი
  • სხვა გუნდი

სანდრო კობახიძე (ლოკომოტივი)
“გიორგი ჭიაბრიშვილთან არასდროს მიმუშავია, მაგრამ  მწვრთნელი შედეგით ფასდება, ამ მხრივ კი მას დასაწუნი ნამდვილად არაფერი აქვს. პირველმა ვარჯიშმა დამანახა, რომ საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტია, აქვს თავისი ხედვა და ფეხბურთელებისგან დავალებების შესრულებას მკაცრად ითხოვს. არის დისციპლინის მოყვარული, რაც ასევე სრულიად მისაღებია. ჩვენი ვალია, რომ მინდორზე მისი დავალებები შევასრულოთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

რაც შეეხება ბათუმთან თამაშს: სტუმრები გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან, მაგრამ სამი ქულა ჩვენც ძალიან გვჭირდება. მოედანზე ორივე გუნდი მოსაგებად გავა, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ცოტა ფრთხილი ფეხბურთის მოწმენი გავხდეთ, რადგან წაგება არავის სურს.”

ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი)

''4 ფრე ვითამაშეთ და იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება. მთავარია, რომ მეტოქეებთან დიდი ჩამორჩენა არ გვქონდეს და სატურნირო ცხრილში ძალიან არ გაგვექცნენ. ამისთვის საჭიროა, რომ დღევანდელი შეხვედრა მოვიგოთ.

გია ჭიაბრიშვილთან არ მიმუშავია, მაგრამ მას საკუთარი ხელწერა აქვს. ყველა გუნდს შემტევ და კომბინაციურ ფეხბურთს ათამაშებდა. ვფიქრობ, რომ დაეტყობა ლოკომოტივის ჭიაბრიშვილის მისვლა და უკეთეს ფეხბურთს ითამაშებენ ჩვეთან, ვიდრე ის იყო დინამო თბილისთან. თან ახალი მწვრთნელია და კლუბი დიდი მუხტით გამოვა მოედანზე. საინტერესო თამაშს ველი''.

საინტერესო ფაქტები

⚽ დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის ბოლო ოთხ მატჩში ფრე ითამაშა. აქედან უკანასკნელ სამში ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა - 1:1.

⚽ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონი სწორედ ლოკომოტივი - დინამო ბათუმის შეხვედრით დასრულდა და მაშინ თბილისურმა გუნდმა 2:1 მოიგო.

⚽ ლოკომოტივს ორმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს - ფრე მერანთან და მარცხი დინამო თბილისთან.

⚽ ამ გუნდების ბოლო ოთხი დაპირისპირებიდან სამჯერ ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა - 2:1. ორჯერ აჭარლებმა მოიგეს, ერთხელ დედაქალაქელებმა.

⚽ დინამო ბათუმისა და ლოკომოტივის ბოლო 9 მატჩი ფრედ არ დასრულებულა. ბოლოს გუნდებმა ქულები 2015 წლის 27 ნოემბერს გაიყვეს.

⚽ უკანასკნელი 6 მატჩში გამარჯვებას ის გუნდი ახერხებდა, რომელიც მასპინძელი იყო და აქედან 4 თამაშში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ საქართველოს ჩემპიონატში ბოლო 10 ურთიერთშეხვედრის სტატისტიკა ასეთია: ლოკომოტივი - 5 მოგება, დინამო ბათუმი - 4 მოგება და ერთი ფრე.

სავარაუდო შემადგენლობები

ლოკომოტივი (4-2-3-1): შეროზია - გაბაძე, ჭანტურია, გურეშიძე, კაპანაძე - ძებნიაური, შონია - კობახიძე, სამურკასოვი, კირკიტაძე - სიხარულიძე
დისკვალიფიკაცია: უბილავა

დინამო ბათუმი (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი - მამუჩაშვილი, ცინცაძე - ჯიღაური, ჯოვინო, გაფრინდაშვილი - დვალიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები